თითქმის 20 წლიანი სარეკლამო დუმილის შემდეგ, მარილის მწარმოებელმა კომპანია Cerebos-მა, სამხრეთ აფრიკისთვის, ძალიან საყვარელი ანიმაციური ვიდეორგოლი შექმნა და სააგენტო Tulips and Chimneys-ის დახმარებით, სარეკლამო სივრცეში დაბრუნებაც საკმაოდ ეფექტურად მოახერხა. ვიდეოს გმირი პატარა გოგონაა, რომელიც შუა ზაფხულში, საოცარ სიცხეში თოვლის მოლოდინშია და შესაბამისად ჩაცმულიც კი დადის. ბავშვის უშედეგო ოცნებით გულდამწვარი მამა კი მისთვის საოცარი სიურპრიზის მოწყობას გადაწყვეტს.
თოვლი შუა ზაფხულში – Cerebos-ს ანიმაციური ვიდეორგოლი
