in

როგორ დავუსხლტეთ თოვლის კაცებს? Nissan Rogue-ის რეკლამა

მართალია ახალი წლის სადღესასწაულო დღეებმა ჩაიარა, მაგრამ ამით ჯერ არც ზამთარი დასრულებულა და არც თოვლის კაცების “ბატონობის” პერიოდი. ყოველ შემთხვევაში, Nissan-ის ვიდეორგოლში ისინი მრავლად არიან, თან ცოტა აგრესიულადაც გამოიყურებიან. როგორც ჩანს ბრენდის ახალი ავტომობილის გამოჩენამ მათში არც თუ ისე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მომხმარებელზე. მოკლედ, თუ Nissan Rogue–მა მოახერხა გაბრაზებული თოვლის კაცების თავდასხმისგან თავის დახსნა, იცოდეთ, რომ ნამდვილად ძალიან კარგი ავტომობილია, ნებისმიერი სიტუაციის, ამინდისა და ადგილისთვის.

 

https://www.youtube.com/watch?v=zC19N41bfhs

Volkswagen–ის სავარძლებით მოხიბლული ძაღლი

H&M-მა კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ძველი ტანსაცმელი