სამაგიდო თამაშები კი ძალიან გვიყვარს, მაგრამ ხშირად ჭირს მისთვის შესაბამისი ადგილის პოვნა, თანაც ისე, რომ ინტერიერიდან არ ამოვარდეს… თუმცა ასე ვერ ვიტყოდით Tower Chess LEGO-ს შესახებ, რადგან ჭადრაკის დაფას გვთავაზობს, რომელიც თამაშის დასრულების შემდგომ შეგიძლიათ ეტლის ფიგურად გარდაქმნათ. ასე თქვენი სივრცის დეკორად იქცევა და ვერავინ მიხვდება, რომ მის შიგნით სათამაშო დაფაა მოთავსებული.
Tower Chess Set-ის სილამაზე LEGO-ს კუბიკებში იმალება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაწილები არც ერთმანეთზეა დაწებებული და არც რაიმე სხვა დეტალს იყენებს, ლეგოს ფიგურების გარდა… საინტერესოა ისიც, თუ რამდენი კუბიკისგან შედგება Tower Chess LEGO, მაგრამ რადგან ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, 10 000 მხარდამჭერამდე უნდა ავიდეს, შემდგომ კი Ferbrick1 ყველაფერს გვეტყვის. ამგვარად, ლეგოს ჭადრაკის დაფის კომერციალიზაციის ბედიც ჩვენს ხელშია…