20-წლიანი სამშენებლო გამოცდილების მქონე თაუერ ჯგუფი იწყებს ახალ, უნიკალურ პროექტს ბათუმში, რომელიც რენესანსით შთაგონებული არქიტექტურით ძველი ბათუმის ისტორიას ახალ სიცოცხლეს შემატებს.
პიაცა რეზიდენსის გაყიდვები მალე დაიწყება, მანამდე კი გაგიზიარებთ, რას გთავაზობთ თაუერ ჯგუფის ახალი პროექტი. პირველ რიგში, ის დაფუძნებულია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აერთიანებს ელეგანტურობასა და ფუნქციონალურობას, ვინტაჟური ესთეტიკით შთაგონებულ არქიტექტურას — ჰაეროვანი, ნათელი და მაღალჭერიანი ბინებით. პროექტი საუკეთესო პანორამული ხედებით ბულვარსა და ცენტრალურ ბათუმზე, ხდება ბათუმელების ელიტარული თავშეყრის ადგილი.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მაღალი კლასის კომპლექსი გამოირჩევა ხელსაყრელი მდებარეობით — სკოლები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები ფეხით რამდენიმე წუთის სავალზეა. ახლოს არის ბათუმის ცენტრალური პარკი, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ძველი ბულვარი და ზღვის სანაპირო.
თანაც, გარდა ფუნქციური უპირატესობებისა, პიაცა რეზიდენსის არქიტექტურაზე მუშაობისას კომპანიის მთავარი მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი შერწყმა თანამედროვე ესთეტიკურ გადაწყვეტილებებთან. ძველი ისტორია ახლის საფუძვლად იქცა და მათი კომბინაციით შეიქმნა ვინტაჟური თანამედროვეობა.
„ვუფრთხილდებით ძველს, ვქმნით ახალს“.
[R]