უკვე არაერთი შემაშფოთებელი სიახლე გავიგეთ კლიმატის ცვლილებებისა და თანმდევი პრობლემების შესახებ… მთელ რიგ ჩამონათვალს კი იუტაში მდებარე დიდი მარილიანი ტბის აქტიური აორთქლება ემატება. The New York Times-ის ცნობით, შესაძლოა, Salt Lake City დარიშხანის მომწამვლელ ღრუბლად იქცეს.
როგორც კვლევები მოწმობს, აღნიშნული ტბის ფსკერი დიდი რაოდენობით დარიშხანს შეიცავს — ანუ, კლასიკურ შხამს, რომელიც ტოქსიკური და კანცეროგენია ადამიანისთვის. მისი გავრცელება ქარიშხლის მეშვეობით ქალაქში 200 000-ზე მეტი მოსახლისთვის შეიძლება.
ასევე, ტბის ფსკერი სხვა საშიშ მძიმე მეტალებს შეიცავს ახლომდებარე მაღაროებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერში მტვერსაც კი შეუძლია სუნთქვის პრობლემების გამოწვევა. „ჩვენ გვაქვს ეს პოტენციური, ეგზოგენური ბომბი, რომელიც აფეთქდება, თუ საკმაოდ მკვეთრ ქმედებებს არ მივმართავთ“, — აცხადებს ჯოელ ფერი, რესპუბლიკელი შტატის კანონმდებელი და ადგილობრივი მცხოვრები.
საგულისხმოა, რომ Salt Lake City-ში სულ უფრო დიდი რაოდენობის ადამიანი გადადის საცხოვრებლად, წყლის მარაგი კი მცირდება. გაცილებით ნაკლები წყალი ჩამოდის ტბაში დათოვლილი მთებიდან. ტემპერატურის მატებამ კი, შეიძლება, ახლომდებარე მთების თოვლიც კი ააორთქლოს, მდინარეში ჩადინების ნაცვლად.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ტბის გაშრობის პრეცედენტი არსებობს, რამაც ეკოლოგიური კრიზისი გამოიწვია. კალიფორნიის ტბა ოუენი დაახლოებით ერთი საუკუნის წინ დაშრა, რამაც გარემოს მტვრით დაბინძურება გამოიწვია.
ცხადია, საქმე მხოლოდ ერთ რეგიონს და ტბას არ ეხება… კლიმატის ცვლილებების პრობლემები რეალურია, რაც მთელ დედამიწაზე თანდათან ერთნაირად აისახება.











