„მაშინ დავისვენებ, როცა მოვკვდები“ – რამდენჯერ გითქვამთ ეს სიტყვები? დილის საათებამდე მუშაობაში რამდენჯერ გაგითენებიათ? კიდევ ერთი დავალება, კიდევ ერთი მეილი, კიდევ ერთი შესრულებული საქმე ჩეკ-ლისტში. რამდენჯერ გამოგიტოვებიათ კვება და გითქვამთ, რომ საქმე არ ითმენს?
სამწუხაროდ, ასეთ რამეებს რთულად ვსწავლობთ. 2024 წლის Mercer Global Talent Trend-ის კვლევის მონაცემები ამას ადასტურებს. კვლევის 12,000-ზე მეტი გლობალური მონაწილის ეს მასშტაბური კვლევა აჩვენებს, რომ სამუშაო ძალის 82% გადაწვის რისკის ქვეშაა, რაც გამოწვეულია გადაჭარბებული სამუშაო დატვირთვით, გამოფიტვითა და ფინანსური სტრესით.
ეს არის ტოქსიკური პროდუქტიულობა – არაჯანსაღი იძულება, იყო ყოველთვის პროდუქტიული. ხშირად ის ჩვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის, ურთიერთობებისა და ცხოვრების საერთო ხარისხის ხარჯზე ხდება. ეს არის გავრცელებული დამოკიდებულება დღევანდელ სამუშაო კულტურაში, სადაც მუდმივი პროდუქტიულობისკენ სწრაფვა ხშირად აღიქმება როგორც სასურველი, თუ არა სავალდებულო. მაგრამ ეს მიდგომა არა მხოლოდ საზიანოა, არამედ სახიფათოცაა.
ტოქსიკური პროდუქტიულობის ფესვები
ტოქსიკური პროდუქტიულობა მრავალმხრივია და ფსიქოლოგიური და საზოგადოებრივი ფაქტორების რთული ნაზავიდან მომდინარეობს. პროდუქტიულობის ნორმები ღრმად არის ჩაბეჭდილი ჩვენს ფსიქიკაში იმ გარემოდან, სადაც გავიზარდეთ და სადაც მძიმე შრომა დადებითთან ასოცირდება, ხოლო დასვენება – სიზარმაცესთან. ეს რწმენა კიდევ უფრო მძაფრდება კულტურაში, რომელიც წაახალისებს პერფექციონიზმს, სადაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათი თვითშეფასება მათ მიღწევებზეა დამოკიდებული.
სოციალური მედია აძლიერებს ტოქსიკური პროდუქტიულობის ზეწოლას მუდმივი კონკურენციის გრძნობის გაღვივებით. კვლევები აჩვენებს, რომ სოციალური შედარება დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასა და დეპრესიასთან. ეს ხელს უწყობს ვორქაჰოლიზმს, რომელიც წარმოიქმნება როგორც შფოთვის ან დაბალი თვითშეფასების დაძლევის მექანიზმი, სადაც „დაკავებულობა“ ნეგატიური ფიქრებისა და გრძნობებისგან თავის არიდების საშუალებაა.
პანდემიამ გააძლიერა ეს ტენდენციები, როდესაც ბევრი ადამიანი იყენებდა სამუშაოს, როგორც კონტროლისა და მიზნის შენარჩუნების საშუალებას გაურკვევლობის პერიოდში. როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მკვეთრად დაეცა კრიზისის შუაგულში, შრომის პროდუქტიულობის მოძველებულმა მეტრიკებმა შექმნა ირაციონალური შიში, რომ მსოფლიო ეკონომიკურ დაღმასვლაში იყო. იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს გვეღიარებინა, რომ მსოფლიო მასშტაბურ ჯანმრთელობის კრიზისში იყო და ეს არ იყო ჩვეულებრივი ბიზნეს გარემო, პანდემიამდელი მშპ-ს დონეზე დაბრუნების მცდელობა დაჩქარდა.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (gen AI) აღმასვლა კიდევ უფრო ამახინჯებს ჩვენს წარმოდგენებს პროდუქტიულობაზე. თუ gen AI აქ არის იმისთვის, რომ დაგვიზოგოს დრო წუთებსა და საათებში, მაშინ როგორ გავზომავთ პროდუქტიულობას? თუ ვინმე თავის სამუშაოს ადრე AI-ის დახმარებით ასრულებს, უნდა წახალისდეს ეს თუ არა? ტოქსიკური პროდუქტიულობა არასდროს დასრულდება – შესაძლოა უფრო გაუარესდეს კიდეც – სანამ არ დავიწყებთ მიღწეული მიზნების გაზომვას, ნამუშევარი საათების ნაცვლად.
ყველაფრის გადაჭარბების ერა
ადამიანებს ისედაც უჭირთ თავიანთი ძირითადი სამსახურებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაგრამ როდესაც ამას ემატება პანდემიის შემდგომი ყოველკვირეული შეხვედრების 192%-იანი ზრდა, ეს კიდევ უფრო რთული ხდება. ჩვენ ზედმეტად ხშირად ვხვდებით, ზედმეტად ვერთვებით და ზედმეტად ინტენსიურად ვთანამშრომლობთ – ეს არის პანდემიის მიერ გამოწვეული ერთ-ერთი უარესი სამუშაო ჩვევა. მიუხედავად აღქმისა, რომ მეტი ნამუშევარი საათი ნიშნავს უფრო მაღალ პროდუქტიულობას, მონაცემები და კვლევები საპირისპიროს აჩვენებს.
მაგალითად, Slack-ის სამუშაო ინდექსმა, რომელმაც გამოიკვლია მსოფლიოს მასშტაბით 10,000-ზე მეტი თანამშრომელი, დაადგინა, რომ „თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ, რომ ვალდებული არიან იმუშაონ სამსახურის შემდეგ, აჩვენებენ 20%-ით დაბალ პროდუქტიულობას“. ისინი 2.1-ჯერ მეტად განიცდიან სამუშაო სტრესს, 1.7-ჯერ დაბალ კმაყოფილებას და 2-ჯერ მეტ გამოფიტვას“.
ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორი ლაურა გიურჯე სწავლობს „დროის ნაკლოვანების” გავლენას, რაც ნიშნავს იმას, რომ აქვს ძალიან ბევრი საქმე და არასაკმარისი დრო მათ შესასრულებლად. გიურჯეს კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში სტანდარტული სამუშაო საათების (ორშაბათიდან პარასკევამდე, 9-დან 5-მდე) ნაცვლად, შემცირებულ შინაგან მოტივაციას ავლენენ. დამატებით საათებში მუშაობამ გამოიწვია იმის გააზრება, თუ საიდან შეიძლება დაზოგონ დრო – რაც გამოიწვია უფრო მაღალი გადინება.
Atlassian-ის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული პირების 78% ძნელად ასრულებს სამუშაოს გადაჭარბებული შეხვედრების გამო. დირექტორთა და მაღალი რანგის მენეჯერთა 67% იძულებული ხდება იმუშაოს დამატებითი საათების მანძილზე, შეხვედრების გადატვირთვის გამო. გამოკითხული პირების 76% გრძნობს გამოფიტვას დღეების შემდეგ, რომლებიც სავსეა შეხვედრებით და 80% მიიჩნევს, რომ მეტად პროდუქტიული იქნებოდნენ ნაკლები შეხვედრებით.
სამწუხაროდ, „დასვენება” უარყოფით სიტყვად ითვლება უმეტეს სამუშაო გარემოში. „გმირის კულტურა” გულისხმობს იმ ადამიანების წახალისებას, რომლებიც გვიან რჩებიან სამსახურში, ტოვებენ შვებულებებს და მუშაობენ შაბათ-კვირას. ეს ფილოსოფია ქმნის გარემოს, სადაც დასვენება აღიქმება სისუსტედ ან ერთგულების ნაკლებობად.
წყარო: HBR