30
Nov
2018

ხართ, თუ არა ტოქსიკურ ურთიერთობაში?

30 Nov 2018

როგორი ურთიერთობა შეიძლება იყოს თქვენთვის ტოქსიკური? ზოგადი აღქმით, მომწამვლელია რაღაც, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს, რაც ცხოვრებას არ გვაცდის, რაც არ გვაცდის გვქონდეს პირადი სივრცე, ხელს გვიშლის მეგობრებთან ურთიერთობაში, მუშაობაში, გართობაში, მშვიდად ყოფნაში…

შესაძლოა, მსგავსი კონტექსტის განხილვისას თავში მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობა გიტრიალებთ, თუმცა, არსებობს სხვა რამეებიც, რასაც ზემოთ მოყვანილი აღწერა ზუსტად ერგება:

ამბობენ, რომ აქტიურ მწეველად ყოფნა სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანების ხვედრია. ფაქტობრივად, სიგარეტი აკონტროლებს თქვენს ცხოვრებას. გიწესებთ ნორმებს – რამდენჯერ უნდა გახვიდეთ სამსახურიდან გარეთ მოსაწევად, რა უნდა გააკეთოთ დილით, როცა ყავას სვამთ და ა.შ. ვიდეორგოლი სარეკლამო სააგენტო Publicis-ის მიერ, ტანსაცმლის ბრენდ De Facto-სთვის შეიქმნა და გადმოსცემს სიგარეტზე დამოკიდებულების, პირდაპირი მნიშვნელობით, ტოქსიკურ ბუნებას.

განხილვა