26
Oct
2019

10 ტოქსიკური ნივთი, რომელიც ახლავე უნდა მოაცილოთ სახლიდან

26 Oct 2019

რომ იცოდეთ, რა მავნებლობა მოაქვთ პირადი ჰიგიენისთვის ან სამზარეულოსთვის განკუთვნილ ნივთებს თქვენი ჯანმრთელობისთვის, კვლავაც იყიდდით? ექიმები ამბობენ, რომ ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტების რაოდენობა საკმაოდ გახშირებულია. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი კი, ის ნივთებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, განა სადმე? – საკუთარ სახლში. ამას ადასტურებს ის კვლევებიც, რომლებიც ქიმიური ნივთების მავნე ზეგავლენას სწავლობენ. ეს ტოქსინები ეტაპობრივად გროვდება ორგანიზმში და მის დაავადმყოფებას იწვევს. მაშ, რა ნივთები უნდა მოვაცილოთ სახლიდან?

საკვების პლასტმასის კონტეინერები

გიფიქრიათ, პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერები რატომ იბინდება, დროთა განმავლობაში? საქმე ისაა, რომ მისი შემადგენლობა, დროთა განმავლობაში, იშლება და ქიმიური რეაქცია აქვს საკვებთან. პლასტმასის კონტეინერები ხშირად შეიცავს ისეთ ნივთიერებას, როგორიცაა ფტალატი, რაც ენდოკრინულ სისტემას მნიშვნელოვანწილად აზარალებს. ამიტომ, ჩაანაცვლეთ პლასტმასის კონტეინერები შუშით.

პლასტმასის კონტეინერებში შენახული საკვები

არა აუცილებელი ასეთი საკვების გადაყრა, უბრალოდ, პლასტმასის კონტეინერიანად ნუ გააცხელებთ. გახურებას შეუძლია ქიმიური რეაქციების გააქტიურება. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გაიმეტეთ კიდევ რამდენიმე წამი და საკვები გადაიტანეთ შუშის თეფშზე და ისე გააცხელეთ.

ტაფა

ბევრი ტაფა შეიცავს ქიმიურ მჟავას (PFOA), რომელიც სიმსივნეს იწვევს. ეს ლაბორატორიულადაა დადასტურებული. მისი ზედაპირი მავნე რეაქციაში შედის საკვებთან. ამიტომ, საჭმლის კეთებისას, გამოიყენეთ მხოლოდ რკინის ან ფოლადის ინვენტარი.

ჰაერის გამასუფთავებელი

ჰაერის არომატიზატორი თქვენს სისხლში ხვდება. არადა, ის ისეთი ქიმიური შემადგენლობისაა, რომელსაც რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება შეუძლია. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ ეთერზეთებით დამზადებული სანთლები. ამას გარდა, სცადეთ, საკვები სოცისა და თეთრი ძმრის გამოყენება, უსიამოვნო სუნის გასაქრობად.

პარფიუმერია

დიახ, ჩვენც არ გვეგონა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა, მაგრამ პარფიუმერია 300-მდე ქიმიურ ინგრედიენტს შეიცავს. სწორედ ამიტომაა, რომ პარფიუმერული კომპანიები აქვეყნებენ პროდუქტის ზუსტ შემადგენლობას, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებს ერიდებიან. ეცადეთ, პარფიუმერიისა და ოდეკოლონების ნაცვლად, არომატიზებულ ბუნებრივ ზეთებს დაუმეგობრდეთ.

ქსოვილისა და ავეჯის დამცავი სპრეი

ლაქების ბლოკატორები თქვენს ავეჯს პლასტმასის უხილავ ბარიერს უქმნიან. ეს პლასტმასა თანდათანობით ირეცხება და ნებისმიერ რამეში შეიძლება აღმოჩნდეს, რაც თქვენს ჯანმრთელობასთან იქნება კავშირში. ამიტომ, ეცადეთ, უბრალოდ, გაასუფთავოთ ლაქები და პრევენციისგან თავი შეიკავეთ.

გამწმენდი საშუალებები

შეამოწმეთ გამწმენდი საშუალებების ეტიკეტები და დააკვირდით მათ მავნე ქიმიურ შემადგენლობას. მათ ნაცვლად, სოდა, სარეცხი ფხვნილი, ძმარი, ლიმონი და ცხელი წყალი გამოიყენეთ. ეს ეფექტურიცაა და ტოქსინებისგანაც დაგიცავთ.

კოსმეტიკა

შამპუნით დაწყებული, ტუჩსაცხით დამთავრებული – საშუალო სტატისტიკური ამერიკელი ქალი კანზე 12 სხვადასხვა საშუალებას იდებს, მამაკაცი – ექვსს. ეს კი, 126 ინგრედიენტია, რაც ყურადღებას საჭიროებს. აირჩიეთ მინერალებითა და ბუნებრივი ნივთიერებებით მდიდარი კოსმეტიკა. საპონი და შამპუნი უნდა იყოს სინთეტიკური და ქიმიური ნივთიერებების გარეშე, როგორიცაა მაგალითად, ტრიკლოზანი, რაც ცხოველებში ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს.

ანტიპერსპირანტი

ბევრი ანტიპერსპირანტი შეიცავს ალუმინის ფუძესა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ჯირკვლებში იწოვება. მოერიდეთ ასეთ ნივთიერებებს და ეცადეთ გამოიყენოთ ნატურალური მასალები. აირიდეთ თავიდან ნებისმიერი რამ, რაც თქვენს კანში იწოვება. ეს ორგანიზმისთვის შეიძლება ძალიან საშიში იყოს. საბედნიეროდ, არსებობს ისეთი ბრენდებიც, რომლებიც ქიმიური შემადგენლობისგან თავისუფალ საშუალებებს აწარმოებენ.

ოქსიბენზონის შემცველი მზისგან დამცავი კრემები

ცხოველებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ოქსიბენზონის შემცველი ზოგიერთი მზის კრემი, შესაძლოა, გახდეს, სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობისთვის. ყველაზე უსაფრთხო კრემები დამზადებულია თუთიის ოქსიდისა და ტიტანიუმის დიოქსიდისგან. სამწუხაროდ, ის საკმაოდ ძვირადღირებულია ამიტომ, თავიდან აირიდეთ ოქსიბენზონის, ოქტინოქსატის, რეტინილ პალმიტატისა და არომატიზატორების შემცველობას.

როდესაც უსაფრთხო პროდუქტების შერჩევას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ “ნატურალური” ხშირად სულაც არაფერს ნიშნავს, კვებისა და კოსმეტიკის ინდუსტრიაში, თუკი ის FDA-ს მიერ არ არის დადასტურებული. ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტზე “Organic” (“ორგანული”) შემადგენლობის მინიშნებას. კარგი დასაწყისი იქნებოდა, თუკი თავიდან მოიცილებდით პარაბენებისა თუ სულფატების შემცველ ნივთებს. რასაკვირველია, ერთბაშად ამ ყველაფრის გადაყრისკენ არ მოგიწოდებთ, თუმცა, გვსურს, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, ყურადღება მიაქციოთ ამ ყველაფერს და ეტაპობრივად მაინც მოიცილოთ თავიდან თქვენივე ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთები.

განხილვა