11
Jan
2019

რამდენად ტოკსიკურია თქვენი სამუშაო გარემო – ნარცისი თანამშრომლის 6 ნიშანი

11 Jan 2019

იცით, თუ არა, რომ ხუთი CEO-დან ერთი ფსიქოპათია. თუმცა, არსებობენ ფსიქოპათთან მიახლოვებული ადამიანებიც და თქვენ შეიძლება, ერთ-ერთ მათგანთან მუშაობდეთ. ეს ადამიანები ძალიან ტოქსიკურები არიან და იწვევენ ქაოსს სამსახურში. ისინი წარმოადგენენ პიროვნების ტიპს, რომელსაც ნარცისს უწოდებენ. ნარცისიზმი განისაზღვრება, როგორც ეგოცენტრიზმი, საკუთარი მნიშვნელობის გამძაფრებული გრძნობა, ყურადღებისა და აღფრთოვანების მუდმივი მოთხოვნა. ისინი მანიპულატორები არიან, ცდილობენ მოირგონ ნიღბები, რომ თქვენს „რადარს“ შეუმჩნევლი დარჩეს. უნდა შენიშნოთ ისინი, სანამ თქვენს რეპუტაციასა და მენტალურ ჯანმრთელობას რამეს ავნებენ. როგორ შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ თქვენს გვერდით ნარცისი ადამიანი მუშაობს?

statiebi-bog
statiebi-bog

ნარცისები ორიენტირებულები არიან მხოლოდ საკუთარ, პირად საჭიროებებზე
ნარცისი არ დარდობს იმაზე, თუ რა მოუვათ მის კოლეგებსა თუ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს. საჭიროების შემთხვევაში, ის მხოლოდ საკუთარ თავს დაიცავს და მაშინაც კი, თუ ის დამნაშავეა, ნუ დაელოდებით ბოდიშის მოხდას. თუ მსგავს ნიშნებს ამჩნევთ, ფიქრობთ, რომ თქვენი უფროსისთვის ან თანამშრომლისთვის არაფერს ნიშნავს თქვენი პოზიცია, არ გცემთ პატივს, უნდა გაწყვიტოთ მასთან ურთიერთობა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს თქვენთვის.

ისინი ვერ უძლებენ ზეწოლას
ნარცისები კარგად გრძნობენ თავს მარტივ სიტუაციებში, თუმცა კრიზისული და სტრესული პირობების შემთხვევაში, არ უნდა ელოდოთ მის მხარდაჭერას თქვენი გუნდისა თუ თქვენ მიმართ.

ნარცისები არ დაგინდობენ
როდესაც კოლეგა არ ეთანხმება ნარცისს და გამოხატავს ამას, ის აირიდებს პასუხისმგებლობას და ეცდება ვინმეს „აკიდოს“ ესა თუ ის, არასწორი გადაწყვეტილება. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ნარცისი ავთენტურად გამოხატავს საკუთარ თავს, თუმცა მისგან სხვა ადამიანების განსჯას ბევრჯერ მოისმენთ.

ისინი არიან „ცივებიც და ცხელებიც“
ნარცისი მიგიყვანთ მის იდენტიფიცირებამდე სხვადასხვა გზით. ერთ დღეს გეტყვით, თუ როგორი საოცარი და ჭკვიანი ხართ (ეს მათი მანიპულატორული შარმის ნაწილია), მეორე დღეს კი, იქცევა სრულიად განსხვავებულად, არაფრად გაგდებთ და ცივია.

ისინი მანიპულაციის პროფესიონალები არიან
ნარცისები იყენებენ მათ შარმსა და მანიპულატორულ ბუნებას სამუშაო ურთიერთობებში, მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. იყენებენ კოლეგებს, რომლებიც მათ მხარდამხარ მუშაობენ. ამას გუნდი კონფლიქტამდე მიჰყავს და მის პროდუქტიულობას ამცირებს. ეს არის მოქნილი მოსაუბრე, რომელიც ყოველთვის განიხილავს და მენტალურად ამტკიცებს მის ქმედებებს.

ისინი თამაშობენ „დამნაშავის თამაშს“
ნარცისი ადანაშაულებს საკუთარ კოლეგებსა თუ დაქვემდებარებულებს, როდესაც საქმე კარგად ვერ მიდის. მაშინაც კი, თუ ეს ძალიან აცდენილია რეალობას. არაფერია საკმარისად კარგი ნარცისისთვის. დაქვემდებარებულებს შეუძლიათ სცადონ ახლიდან ყოველ ჯერზე, თუმცა, მისი მოსაწონი საქმე რთული გასაკეთებელია. ამის შემდეგ, თქვენ დაუწესებთ ცენზურას საკუთარ თავს, შეზღუდავთ მას და ივლით დანის წვერზე, ნარცისის რეაქციების მოლოდინსა და შიშში. თქვენი აზრით, უფრო მარტივია გადაიტანოთ ტკივილი, ვიდრე იქცეთ დაპირისპირების მიზეზად. ეს არასწორი მიდგომაა.

და აქვე, პატარა რჩევა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ნარცის თანამშრომელს:
არ მიიღოთ ყველაფერი პერსონალურად, არ დაადანაშაულოთ საკუთარი თავი – პრობლემა თქვენში არაა. თუ უკვე იცით, რომ ნარცისი თანამშრომლის გვერდით მუშაობთ, ან ექვემდებარებით მას, დაიწყეთ ემოციური დისტანცირება მისგან მანამ, სანამ მის უმიზეზო მოთხოვნებს საკუთარ თავზე მიიღებთ. ბოლოს კი, დარწმუნდით, რომ თქვენმა უფროსმა იცის რაც ხდება. მოაგროვეთ ინფორმაცია, სხვა სიტყვებით, გქონდეთ დოკუმენტაცია იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენს HR-ს გარკვეული განმარტებები დასჭირდება.

წყარო: Inc.com



განხილვა