გამოვიდა მულტფილმის Toy Story 4 მეორე ტრეილერი. გაიცანით დაკი და ბანი – ახალი რეკლამის პერსონაჟები. მათ კიგან-მაიკლ კეი და ჯორდან პილი ახმოვანებენ.
როგორც ცნობილია, მულტფილმის მთავარი გმირის, ვუდის, თავგადასავალი კარნავალს უკავშირდება, სადაც ის ზემოხსენებულ ორ პერსონაჟს ხვდება. ვუდისა და მისი მეგობრების გამოჩენა დაკისა და ბანის გეგმებს თავდაყირა აყენებს და ყველანი მოსაგები პრიზების კედელზე აღმოჩნდებიან.
შეგახსენებთ, რომ მულტფილმი 2019 წლის 21 ივნისს გამოვა. მთავარ გმირებს, ვუდისა და ბაზს კვლავ ტომ ჰენკსი და ტიმ ალენი გაახმოვანებენ.