in

Toy Story Hotel-მა შესაძლოა დისნეის Paradise Pier Hotel ჩაანაცვლოს

გამოჩნდა სურათები, რომელზე დაყრდნობითაც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Paradise Pier Hotel Disneyland Resort შეიცვლება ახალ კონცეპტუალურ ხელოვნებაზე დაყრდნობით, რომლის მთავარი თემაც მულტფილმი „სათამაშოების ისტორიაა”. 

BOG
BOG

ამ კონცეპტის პირველ ნამუშევარზე ჩნდება პორტ-კოშე „სათამაშოების ისტორიიდან”, „სამშენებლო ბლოკის“ საყრდენებითა და ფანქრის სამაგრებით. თავზე კი Luxo Ball-ის შუქები ჩანს. Შიგნით მთავარი გმირების, ვუდი და ბაზის ქანდაკებები დგას და გარშემო გრაფიტებია მთლიანი ანიმაციის გმირებით, მათ შორისაა ბაზ ლაითერის კოსმოსური ხომალდი ლიფტის თავზე.

აქვე არის სასტუმროს მისაღები, სადაც დგას მულტფილმის მსგავსი მერხები სტუმრების სარეგისტრაციოდ. Მთლიან დარბაზში კი მოპირკეთებული კედლები და გრაფიტებია. კონცეპტუალური ხელოვნების კიდევ ერთი ნამუშევარია „Partysaurus Rex-ის თემატური სათამაშო მოედანი და საოჯახო საცურაო აუზი.


Tokyo Disney Resort ემზადება გახსნას თავისი ახალი Toy Story სასტუმრო ამ გაზაფხულზე, თუმცა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

სიახლეებს ამ თემაზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Disneyland News Today-ზე.

შესაძლოა, გიზას პირამიდაში საიდუმლო სივრცეები გამოავლინონ

„უსასრულო მატარებელი“ გრავიტაციით დაიმუხტება