19
Jul
2019

Toybox-ის 3D პრინტერით ბავშვები სათამაშოების დამზადებას შეძლებენ

19 Jul 2019

veon
veon


რევოლუციამდელ ბავშვს თუ არ ჰქონდა სათამაშო, თანამედროვე ბავშვს შეუძლია თვითონ შექმნას ის. რადგან Toybox-მა მათთვის სპეციალური 3D პრინტერი გამოუშვა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ბავშვის წარმოსახვა რეალობად შეიძლება იქცეს. შესაძლებლობა – საკუთარი ფანტაზიისამებრ შექმნა ნივთი, რომლითაც ითამაშებ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ავტონომიურობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის. ამან, შესაძლოა, ბავშვის მიერ, სამყაროს აღქმის მოდელი ადრეულ ასაკშივე, პოზიტიურისკენ შეცვალოს.

„თოიბოქსის“ 3D პრინტერის გამოსაყენებლად ბავშვებს სპეციალური აპლიკაციის დახმარება დასჭირდებათ. აქ უკვე არის შაბლონები, რომლის სურვილისამებრ შეცვლა, სხვა ფუნქციის მეშვეობით კი, ახლიდან დახატვაა შესაძლებელი. ბავშვები ხედავენ, თუ როგორ იქცევა მათ მიერ, სმარტფონში დახატული გამოსახულება ნამდვილ, ხელშესახებ ნივთად. აღსანიშნავია, რომ 3D პრინტერის მასალად გამოყენებული პლასტმასა ბიოდეგრადირებადია. საბავშვო 3D პრინტერის ფასი კი, 8 ფერის კატრიჯითურთ, 349 დოლარია.

განხილვა