ბრიტანულმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია “Makies”-მა ინტერნეტ აქციის მხარდასაჭერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თოჯინები გამოუშვა. აქცია #ToyLikeMe სოციალურ ქსელში შშმ ბავშვების მხარდასაჭერად გაკეთდა.
თოჯინების სერიამ იგივე სახელწოდება მიიღო, რაც აქციამ. პირველი სერიის თოჯინა ჯოხით, სასმენი აპარატითა და თანდაყოლილი კანის ლაქით გააკეთეს. მეორე სერიის თოჯინები ეტლში ისხდებიან. მესამე სერიის თოჯინები კი მომხმარებლის მიერ ატვირთული ხელნაკეთი თოჯინებიდან შეირჩევა.