17
May
2019

რობოტი წურბელა, რომელსაც კედლებზე ცოცვა შეუძლია

17 May 2019

veon
veon


წურბელას ბიოლოგიური აგებულების შთაგონებით, იაპონელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა კედელზე მცოცავი რობოტი შექმნეს. შემქმნელების თქმით, ეს ამ ტიპის და ასეთი მოქნილობის მქონე პირველი რობოტია. მცოცავი რობოტი LEeCH შესაძლოა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში გამოიყენონ, ასევე, მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათი როლი კატასტროფის რისკის შემცველ სიტუაციებში, რადგან LEeCH-ს შეუძლია იმდენად მოქნილი იყოს, რომ აცოცდეს ვერტიკალურ კედელზე, გადალახოს სხვადასხვა ტიპის დაბრკოლება, იქნება ეს კიბე, ფანჯარა თუ სხვა რამ და ჩამოცოცდეს კედლიდან ქვემოთ. LEeCH-ის შესახებ American scientific journal-მა კვლევა გამოაქვეყნა.

LEeCH-ის იდეის ავტორი იდეის გაჩენის მომენტს იხსენებს და ამბობს, რომ ამგვარი რობოტის შექმნაზე სააბაზანოში, შხაპის მიღებისას დაფიქრდა. Toyohashi-ს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარი, აიატო კანადა ამბობს, რომ წყლის მაღალი ჭავლისას, აბაზანის ყურმილის მილის მოძრაობაზე დაკვირვებისას მიხვდა, რომ შეეძლო შეექმნა რობოტი ისეთივე მოძრაობის დინამიკით, როგორიც ცოცხალ არსებებს ახასიათებთ.

განხილვა