in

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია

Toyota Motor Europe ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო დილერების დაჯილდოების ცერემონიალს მართავს და მათ პრესტიჟულ ჯილდოს Ichiban -ს გადასცემს, რომელიც 2025 წელს, ტოიოტას მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების უბადლო შესრულებით, 2500-ზე მეტი მონაწილისგან მხოლოდ 46 საუკეთესოს გადაეცა, ხოლო კავკასიის რეგიონიდან ამ გამორჩეული და საპატიო  ჯილდოების მფლობელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გახდა.

დაჯილდოების ცერემონია 24–26 ივნისს ბოლონიაში, იტალიაში — ავტოინდუსტრიის სიმბოლურ გულში, Motor Valley-ში გაიმართა და გამარჯვებულებს საზეიმოდ გადაეცათ Ichiban 2025 ჯილდოები, რომელიც მხოლოდ თასი არ არის –  ეს ნდობის სიმბოლოა, რომელიც დილერებმა წარმატებული ქმედებებით დაიმსახურეს, ხოლო წარმატებას განსაზღვრავს სიზუსტე, დისციპლინა და გუნდური მუშაობა.

„Ichiban-ის გამარჯვებულებმა ეს ჯილდო დაიმსახურეს ხარისხის, ყურადღებისა და ადამიანების საჭიროებებისადმი, მუდმივი განვითარების სწრაფვით. ისინი გვახსენებენ, რომ შესანიშნავი მომხმარებლის გამოცდილება იქმნება თითოეული პიროვნების, თითოეული ჩამორთმეული ხელის საშუალებით და  მათთვის, მომხმარებელთა მოლოდინების სასიამოვნოდ გადაჭარბება არ არის გამონაკლისი, ეს – ჩვევაა. Toyota-ს მომავალი იწერება სწორედ ახლა — და ეს დილერები არიან ამ მოგზაურობის თანაავტორები, რომლებიც ემსახურებიან მომხმარებელთა საჭიროებებს და ქმნიან ნდობაზე დაფუძნებულ ხანგრძლივ ურთიერთობებს“,— აღნიშნავს Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტი და CEO იოშიჰირო ნაკატა.

აღსანიშნავია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არა მხოლოდ Ichiban 2025 -ის ჯილდოს მფლობელი, არამედ ევროპის მასშტაბით, ექსკლუზიურად 6 საუკეთესო ნომინაციაშიც მოხვდა და Going Beyond ჯილდო დაიმსახურა, კერძოდ – Brand & Communication-ის კატეგორიაში.

Toyota Motor Europe NV/SA (TME) მართავს Toyota-ს, GR-ის (Gazoo Racing) და Lexus-ის ავტომობილების, ნაწილებისა და აქსესუარების საბითუმო გაყიდვებსა და მარკეტინგს ევროპაში, ასევე საწარმოო და საინჟინრო ოპერაციებს.
დღეს ევროპის გზებზე დაახლოებით 14.7 მილიონი Toyota-სა და Lexus-ის მარკის ავტომობილია, რომელთაც ემსახურება 28 ეროვნული მარკეტინგული და გაყიდვების კომპანიისგან შემდგარი ქსელი და დაახლოებით 2,800 სადილერო ცენტრი 53 ქვეყანაში.

Toyota მიიჩნევს, რომ როდესაც ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება აქვთ, ყველაფერი შესაძლებელია. „Mobility for all“ მიზნის მისაღწევად, Toyota ისწრაფვის შექმნას მეტად უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი მობილობის სისტემები, რათა მოახდინოს თავისი მისიის — „Happiness for All“ -განხორციელება.

Toyota Motor Europe -ის 2025 წლის Ichiban -ის ჯილდოს მფლობელთა სრული სია:
Country Retailer
Bosnia and Herzegovina AUTO NUIĆ d.o.o.
Croatia Toyota Centar Zagreb d.o.o.
Serbia GOTA CAR D.O.O. NOVI SAD
Slovenia Toyota Center Ljubljana d.o.o.
Austria Gady Handelsgesellschaft m.b.H.
Bulgaria Тойота Тиксим ЕООД
Estonia Elke Rakvere
Latvia WESS Motors Berģi
Lithuania Tokvila
Belgium De Bruyn Vilvoorde
Georgia Toyota Center Tegeta LLC
Hungary Koto Autóház
Czech Republic C&K člen skupiny AUTO UH a.s., Vídeňská – Brno
Slovakia AUTOKLUB, a. s.
Denmark STS Biler A/S, Holstebro
Finland Salon Passeliauto Oy
France JNB AUTO
FG AUTOMOBILES BETHUNE
GCA CHERBOURG
Germany Autohaus Bach GmbH & Co. KG
Szabo GmbH
Autohaus Hofmann GmbH
Greece ΠΑΠΑΚΑΛΙΑΤΗΣ ΑΕ
Ireland Brian Geary Car Sales Limited
Israel Rechev Netanya LTD
Italy Ferri Auto
Fuji Auto
E.N.A.
Kazakhstan Тойота Сити Алматы
Netherlands Toyota Van Ekris Mijdrecht
Norway Toyota Sandefjord
Poland Toyota Jaworski Auto Bydgoszcz
Toyota Jaworski Auto Włocławek
Toyota Dobrygowski Lubin
Portugal Terauto
Romania PROFI AUTO
Spain BREOGAN MOTOR
TOYOTA OURENSE
GAMBOA ECOAUTO
Sweden Erlings Bil, Uddevalla
Turkey Toyota Plaza Onatça
Toyota Plaza Boranlar
United Kingdom Helensburgh Toyota
RRG Bury
RRG Rochdale
Ukraine Тойота Центр Вінниця «Преміум Мотор»

Going Beyond კატეგორიის პრიზიორთა სრული სია
Category Country Retailer
Transformation Sweden Erlings Bil, Uddevalla
Brand & Communication Georgia Toyota Center Tegeta LLC
Employee Loyalty Israel Rechev Netanya LTD
Contribution to Society Romania PROFI AUTO
Employee Engagement UK Helensburgh Toyota
Sustainability France GCA

[პარტნიორის კონტენტი]

ChatGPT მასწავლებლის როლს ირგებს — ახალი Study Mode-ის ფუნქცია მოსწავლეებს კონკრეტული თემების შესწავლაში დაეხმარება!

ელექტრონული ნარჩენები და ტოქსიკური ლითონების ზემოქმედება გარემოზე