„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი გენერალური დირექტორი, მარიამ მელიაშვილი იაპონური ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობაში წლებია მუშაობს და კომპანიის განვითარების გზას კარგად იცნობს. 6 წლის განმავლობაში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების გუნდში სხვადასხვა პოზიცია ეკავა, ბოლო 2 წელი კი “ტოიოტა კავკასიაში“ მუშაობდა, რომელიც ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოსა და აზერბაიჯანში. „ამ გუნდში ყოფნამ მომცა უზარმაზარი გამოცდილება და საშუალება სხვა კუთხით დამენახა კომპანიის განვითარების შესაძლო გზები.“
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ დღეს საკმაოდ წარმატებული კომპანიაა, ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების ნდობა მოიპოვა როგორც სერვისის, ისე ავტომობილების გაყიდვის მიმართულებით.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ 8-წლიანი არსებობის მანძილზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილად შესრულებისთვის. ევროპელი და იაპონელი კოლეგების შეფასებით, კომპანია „ტოიოტა ევროპის“ მიერ დადგენილ სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებს.
იაპონური ბრენდის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო კაიზენის ფილოსოფიისადმი ერთგულებაშია, ეს პრინციპი კი გულისხმობს მუდმივ სწრაფვას სრულყოფილებისაკენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პრინციპის დაცვა და ვეცდები, მაქსიმალურად გავაუმჯობესო არსებული სერვისები, რაც საშუალებას მოგვცემს, მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ“, – აცხადებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი გენერალური დირექტორი.
მარიამ მელიაშვილს ახალ პოზიციაზე საკმაოდ რთული გამოწვევები დახვდა, რაც გლობალურ ბაზრებზე ჯერ კიდევ პანდემიაში შექმნილ დეფიციტს უკავშირდება. მოკლევადიანი მიზნებიც სწორედ მის აღმოფხვრას ეხება, გრძელ ვადაში კი იმ სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად, რომლებიც მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის.
მისი თქმით, „სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მთავარი იქნება ის, რომ უმტკივნეულოდ მოვახერხოთ და გადავაგოროთ მიმდინარე პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილების დეფიციტთან. ჩვენი მიზანია, ეს დანაკლისი მეორადი ავტომობილებით შევავსოთ, რომელთა შემწმება და შეკეთება ტოიოტას ოფიციალური პროგრამის – Approved Used-ის ფარგლებში ხდება. ხოლო გრძელვადიანი გეგმა ავტომობილთან დაკავშირებული პროდუქტების უფრო მეტად განვითარებაა. მომხმარებელს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მარტივად, ერთ სივრცეში მიიღოს ნებისმიერი მომსახურება. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ეს პროცესი დაწყებულია და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად განვითარებას ვფიქრობთ“.
მარიამ მელიაშვილი ახალ პოზიციაზე სამუშაოს დაწყებას არსებული ვითარების ანალიზით გეგმავს. მთავარი მოტივაცია მისთვის ერთიანი, შეკრული გუნდია, რომელიც ერთდროულად ბედნიერიც იქნება და საქმეზე ორიენტირებულიც:
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ერთი მხრივ ზურგს უმაგრებს რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი „თეგეტა ჰოლდინგი“, მეორე მხრივ კი – ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ტოიოტა კავკასია“. ეს ყველაფერი კი გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს ამბიცია საუკეთესო მომსახურებაზე საქართველოში. სწორედ ამის გააზრება და განხორციელება იქნება ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის მიზანი. მჯერა, რომ იაპონური ბრენდის სტანდარტების დაცვით „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ საინტერესო პროექტებს დავნერგავთ“.
მისი დევიზი სწორედ გუნდურობიდან მოდის. მიზანი ღიაობა, სამართლიანობა და ჯანსაღი მსჯელობაა, რაც საქმეს კიდევ უფრო ამარტივებს და აუმჯობესებს.
„გუნდური მუშაობა ჩემთვის ყველაზე მთავარია. ვცდილობ, ყველა ადამიანის მხრიდან შევხედო ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებები ჯანსაღი დისკუსიისა და აზრთა გაცვლის შედეგად მიიღწევა. სწორედ ამიტომ ჩემი დევიზი გუნდურობაა“, – ამბობს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი გენერალური დირექტორი მარიამ მელიაშვილი.
ის დიდ გუნდთან ერთად, განახლებული ძალებით გეგმავს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განვითარება ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და იაპონური ბრენდის მომხმარებლისთვის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახადოს.
[პარტნიორის კონტენტი]