წელს Toyota-მ ორი სადღესასწაულო რეკლამა გამოუშვა, რათა სხვადასხვა განწყობით მოიზიდოს მომხმარებლები.
პირველი, სახელწოდებით Present From the Past, სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi-ის მიერ შეიქმნა. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ბებიისგან იღებს საშობაო საჩუქარს — ყუთში ვინტაჟური კამერა და ბებიამისის ფოტოებია, რომლებიც ახალგაზრდობაში გადაიღო. შვილიშვუ=ილი კი გადაწყვეტს, ამ ძველ კადრებს ახალი სიცოცხლე მიანიჭოს.
მეორე ვიდეორგოლი კი, Arrivals, შექმნილია Conill Advertising-ის მიერ. ის არდადეგების დროს აეროპორტის ქაოსურ, მაგრამ შესანიშნავ სცენას ასახავს. ოჯახები და მეგობრები ამ აურზაურში ბედნიერად ეშვებიან, უმკლავდებიან ზამთრის ამინდს თუ სატრანსპორტო დაბრკოლებებს. ეს ყველაფერი კი საყვარელ ადამიანებთან შესახვედრად…