ახალი ავტომობილის შეძენის დაუძლეველი ცდუნება ალბათ ბევრს გამოუცდია. ამ დროს განსაკუთრებით რთული იმ მოუშორებელ ეჭვებთან თავის გართმევაა, რომელიც მსგავს საპასუხისმგებლო შენაძენს ახლავს ხოლმე თან. იმისთვის, რომ მომხმარებელს ეს რთული პროცესი მაქსიმალურად გაუმარტიოს Toyota-მ კამპანიაDrive Happy წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, სერვის ცენტრში მისულ ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ექნება სასურველი ავტომობილი ხანმოკლე დაძაბული ტესტ დრაივის ნაცვლად, ერთი დღით სახლშიც კი წაიყვანოს და უფრო კარგად მოეგოს მას. ბრენდმა ამ სიახლის რეკლამირებისთვის სააგენტო Saatchi & Saatchi-სთან ერთად მომზადებული სახალისო ვიდეორგოლიც შემოგვთავზა.
https://www.youtube.com/watch?v=BovAohNbUsM











