in

Toyota მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაჭრილ ადამიანებს განსხვავებულ სწავლებას სთავაზობს!

ზოგი ადამიანი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს მანქანის ტარებას და ეს მათთვის ჩვეული ამბავია, მაგრამ საკმაოდ ბევრიც არსებობს ისეთი, რომელსაც ამისთვის გამბედაობა არ ჰყოფნის, ეშინია ან ამბობს, რომ უბრალოდ არ შეუძლია. როგორც აღმოჩნდა, ამას სახელიც აქვს, ამაქსოფობიას უწოდებენ და ასე მანქანის მართვის შიშს აღწერენ… ტოიოტამ კი გადაწყვიტა, აქამდე სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად თავისი ძალისხმევა თუ მძღოლებისკენ ჰქონდა მიმართული, ახლა ეს შეეცვალა და იმ ადამიანებს დახმარებოდა, რომლებიც პოტენციურ მძღოლებს წარმოადგენენ, მაგრამ ამისთვის გამბედაობა არ ჰყოფნით. 

BOG

მოკლედ გეტყვით, კამპანიას იმ ადამიანებისთვის ქმნიან, რომლებმაც არაერთხელ ცადეს მართვის მოწმობის აღება, თუმცა ამას მართვასთან დაკავშირებული შფოთვის გამო ვერ ახერხებდნენ. ამგვარად, თქვენც თუ 5-ჯერ ჩაჭრილხართ გამოცდაზე, ეს ტოიოტასთვის მართვის უნარის არქონად კი არა, ტრადიციული სწავლების მეთოდის ნაკლად უფრო ითარგმნება… 

Find Your Drive სოციალური ინიციატივაა, რომელიც საავტომობილო მარკეტინგისადმი განსხვავებულ მიდგომას წარმოადგენს. აქ ამაქსოფობიის მქონე ადამიანებს სწავლების 3-საფეხურიან პროგრამას სთავაზობენ — პირველი ეტაპი ფსიქოლოგიური ბარიერების დადგენას ეხება, მეორე VR მართვის სიმულაციებს ეძღვნება, რათა მოსწავლეთა თავდაჯერება გაზარდონ, ხოლო მესამე პროფესიული მართვის ინსტრუქციებს. დანარჩენი კი თავად ნახეთ:

Toyota-ს Find Your Drive-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო HERO-მ იმუშავა. 

თიბისი კონცეპტისა და extra.ge-ს სააღდგომო შეთავაზება

როგორ იქცა გადაწვა ნორმად და რა მოვუხერხოთ ამ საკითხს?