6
Feb
2018

პარასპორტსმენი 8 ოლიმპიური მედლით – Toyota-ს სამოტივაციო ვიდეორგოლი სუპერთასისთვის

6 Feb 2018

Elit Electronics


Toyota-ს სუპერთასისთვის მომზადებული პირველი სარეკლამო ვიდეორგოლი One Team უკვე იხილა საზოგადოებამ, თუმცა, ბრენდის აქტივობა ამით არ დასრულებულა. მთლიანი კამპანია, რომელიც არამხოლოდ სუპერთასისთვის, არამედ ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვისაც შეიქმნა, გრძელდება და კომპანია კიდევ რამდენიმე საინტერესო სანახაობას გვთავაზობს. სააგენტო Saatchi & Saatch-ის მიერ მომზადებული შემდეგი ვიდეო Good Odds, 8 ოქროს მედლის მფლობელი პარასპორტსმენის ლორენ ვოლსტენკროფტის ემოციურ ისტორიას მოგვითხრობს. ლორენის მთელი ცხოვრება და კარიერა ადამიანის ამოუწურავი შესაძლებლობების კარგი მაგალითია.

 

რაც შეეხება, კიდევ ერთ ვიდეორგოლს Mobility Anthem უშუალოდ Toyota-ს მზაობას გამოხატავს, რაც თავისი ტექნოლოგიების საშუალებით  ნებისმიერი ადამიანისთვის მიზნების მიღწევაში დახმარებას გულისხმობს.

 

განხილვა