in

უკვე ნახეთ Toyota-ს „მეტალმორფოზა”?

Toyota-მ თავისი პირველი Corola Gazoo Racing (GR) მოდელი გამოუშვა და ეს ამბავი, რაღა თქმა უნდა, ახალი ვიდეორგოლით გვამცნო, რომელსაც ორიგინალური სახელწოდება, „მეტალმორფოზა” უწოდა. წარმოდგენა, რომელსაც ავტომობილი 2-წუთიან ფილმში მართავს, ნამდვილად შთამბეჭდავია და მის უსაზღვრო შესაძლებლობებს გვიჩვენებს. ყურებისას მიღებულ შეგრძნებებს პირველივე ფრაზაც ამძაფრებს, რომელსაც ფილმის ჩართვისას ვკითხულობთ – მონტაჟის პროცესში ვიზუალური ეფექტები გამოყენებული არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი ის სანახაობა, რომელიც ასეთ მძაფრ შეგრძნებებს იწვევს, ბუნებრივია. მანქანაზე დამონტაჟდა კამერები, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, რადგან სააგენტოს, რომელმაც რგოლზე იმუშავა, სურდა, რომ ცოცხალი ანიმაციები შეექმნა. შემქმნელები გვიზიარებენ, რომ ბოლომდე არც კი სჯეროდათ ამ იდეის განხორციელების რეალურობა, რადგან პროექტი საკმაოდ ამბიციური იყო და დიდ ტექნიკურ შრომას მოითხოვდა.

Ford-ის სათავგადასავლო კამპანია საუკუნის შემდეგ გრძელდება

Starbucks თავის ახალ კამპანიაში ასტროლოგიას ეყრდნობა