მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, Toyota-მ უახლესი რეკლამა წარადგინა — Toyota Kids. მართალია, ვიდეორგოლში პატარა ბავშვებს ვხედავთ, თავიანთი სათამაშო მანქანებით, მაგრამ ეს იდეალური ილუსტრაციაა იმისა, თუ რა შედეგებამდე მივყავართ ავტომობილის უპასუხისმგებლოდ მართვას.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ავტომობილის მართვამდე ალკოჰოლის მოხმარებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მძღოლის რეფლექსებზე, კოორდინაციასა და საფრთხის გრძნობაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 8 წლის ბავშვის მიერ მანქანის ტარებასაც კი ადარებენ.
„Toyota Kids-ის დებიუტი 30-წამიანი ვიდეორგოლით შედგა. გვსურს, ხაზი გავუსვათ ალკოჰოლის გავლენას მძღოლებზე. ამასთან, კომპანია აფასებს Safety Sense ტექნოლოგიას, რომელიც მძღოლებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს… თუმცა ესეც არ არის საკმარისი იმ ზიანისგან თავის ასარიდებლად, რომელიც ზემოხსენებულ ქცევას სდევს თან“, — აცხადებენ Toyota do Brasil-ში.