5
Dec
2019

„ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ სერიის ერთობლივმა გლობალურმა გაყიდვებმა 10 მილიონ ერთეულს გადააჭარბა

5 Dec 2019

„მადლობას ვუხდით იმ მომხმარებლებს, რომლებიც გვენდნენ და შეიძინეს „ლენდ კრუიზერის“ სხვადასხვა სერიები“

იაპონიაში, ქალაქ ტოიოტაში, „ტოიოტამ„ განაცხადა, რომ „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ სერიის ერთობლივმა გლობალურმა გაყიდვებმა გადააჭარბა 10 მილიონ ერთეულს.

„ლენდ კრუიზერი ტოიოტას“ ყველაზე ხანგრძლივად გაყიდვადი ავტომობილია. ის პირველად 1951 წლის 1 აგვისტოს ჩაეშვა გაყიდვაში, როგორც ტოიოტა „ჯიიპ ბი ჯეი“ („Jeep BJ“) და მისი წარმოება უკვე 68 წელია გრძელდება.

„ლენდ კრუიზერის“ სრულმასშტაბიანი ექსპორტი დაიწყო ავტომობილის მე-20 სერიის გამოშვებისას, 1955 წლის ნოემბერში, პირველი თაობის ავტომობილის გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ.

მას შემდეგ, ტოიოტა მუდმივად ავითარებდა ავტომობილს, რათა უკეთ მორგებოდა მომხმარებლის საჭიროებებს ისე რომ არ კარგავდა მისი განვითარების კონცეფციის მთავარ საფუძველს, როგორებიცაა   საიმედოობა, გამძლეობა და ცუდ გზებზე მართვადობის სიმარტივე.

ამ მიზეზების გამო მომხმარებლები მსოფლიო მასშტაბით მხარს უჭერენ „ლენდ კრუიზერს“.

პირველ ეტაპზე, წლიური ექსპორტი 100 ერთეულზე ნაკლებს შეადგენდა. 1965 წელს, როდესაც ექსპორტმა სრულ მასშტაბს მიაღწია, ამ მაჩვენებელმა, წელიწადში10 000 ერთეულს გადააჭარბა. ამჟამად „ლენდ კრუიზერი“ იყიდება მსოფლიოს, დაახლოებით, 170 ქვეყანასა და რეგიონში, ხოლო წლიური გლობალური გაყიდვების მაჩვენებელი 400 000 ერთეულს აღწევს.

„ლენდ კრუიზერმა“ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსოფლიოში „ტოიოტა“ ბრენდის მიმართ ნდობის ზრდას   და საფუძველი ჩაუყარა კომპანიის ექსპორტის გაფართოებას. განსაკუთრებული სანდოობისა და გამძლეობის გამო, ზოგიერთ რეგიონში დღემდე, წარმოებიდან 50 წლის შემდეგაც კი, იყენებენ ლენდ კრუიზერის მე-40 სერიის ავტომობილებს.

ტოიოტა JEEP BJ

ლენდ კრუიზერის მე-40 სერია წარმოებიდან 50 წლის შემდეგაც აქტიურად გამოიყენება (სურათი გადაღებულია სათევზაო ქალაქში, არაბთა გაერთიანებული ემირატები)

„ლენდ კრუიზერის ისტორია“ არის ტოიოტას QDR-ის(Quality, Durability and Reliability) სიმბოლო. ეს ავტომობილი არის საიმედო კომპანიონი როგორც სამუშაოს შესრულებისას, ასევე ცხოვრების ნებისმიერი სტილისთვის. „ლენდ კრუიზერს“ გადაჰყავს ადამიანები და გადააქვს მათი ნივთები, ის ასრულებს ადამიანის გადაადგილების ნებისმიერ სურვილს. ეს არის ავტომობილი , რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს წავიდეს იქ სადაც სურს, როცა სურს და დაბრუნდეს საღ-სალამათი.

აფრიკაში, ლენდ კრუიზერი გამოიყენება ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად; ბურუნდიში ამ ავტომობილით გადაჰყავთ მალარიით დაავადებული ბავშვები საავადმყოფოებში; უგანდაში, ლტოლვილთა ბანაკებში, პაციენტები „ლენდ კრუიზერით“ გადაჰყავთ კლინიკებში.

ავსტრალიაში „ლენდ კრუიზერებს“ იყენებენ თუთიისა და სპილენძის მიწისქვეშა მაღაროებში, დაახლოებით 1600 მეტრის სიღრმეზე; მას აგრეთვე იყენებენ მესაქონლეობაში,  8000 კვ. კმ. ფართობის ვრცელ ფერმებში, ნახირის სამწყემსად.

ცენტრალურ ამერიკაში, კოსტა რიკას ბევრ რეგიონში ლენდ კრუიზერი გამოიყენება სტაფილოს მოსავლის ასაღებად 3,500 მეტრის სიმაღლეზე, ისეთ ციცაბო ფერდობებზე, სადაც ადამიანებსაც კი უჭირთ დგომა – ამის მიზეზი არის ის, რომ „მხოლოდ „ლენდ კრუიზერს“ შეუძლია მიაღწიოს ამ ველებს“.

მსოფლიოს გარშემო ნამდვილად უამრავი ადგილია, სადაც ყოველდღიური ცხოვრება  შეუძლებელი იქნებოდა „ლენდ კრუიზერის“ გარეშე.

„ლენდ კრუიზერი“ აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს გარშემო.

ბურუნდიში ჰუმანიტარულ დახმარების გაწევა, სურათი: Médecins Sans Frontières  ©Martina Bacigalupo

გადაადგილება ავსტრალიის მაღაროებში, სურათი: GEOSCOPE ©Takeshi Namba

კოსტა რიკაში სტაფილოს მოსავლის აღების პროცესი

68 წლის მანძილზე გაყიდული10 მილიონნზე მეტი „ლენდ კრუიზერი“ გამოიყენეს უამრავი ტიპის სხადასხვა გზაზე , და მათ დიდი წვლილი შეიტანეს ტოიოტას მანქანების დახვეწაში.

მიიწევს რა წინ და არათუ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს მომხმარებელთა საჭიროებებს, „ლენდ კრუიზერის“ განვითარება გვპირდება, რომ ის გამოყენებული იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში. ამ მიზნით, „ტოიოტა“ აწესებს უფრო მკაცრ სტანდარტების და განაგრძობს ავტოწარმოებას ნამდვილად უნიკალური ავტომობილის შექმნის მიზნით. მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, ეწვიოთ „ლენდ კრუიზერის“ ოფიციალურს ვებგვერდს.

საქართველოში „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ შეძენა შესაძლებელია, „ტოიოტას“ ოფიციალურ დილერებთან : „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“

პარტნიორის კონტენტი  

განხილვა