14
Feb
2018

ბავშვის ფანტაზია და ტექნოლოგიის შესაძლებლობები – Toyota-ს მორიგი ვიდეორგოლი ოლიმპიური თამაშებისთვის

14 Feb 2018

Elit Electronics


Toyota ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში თავის სარეკლამო კამპანიას აგრძელებს. აქამდე ბრენდმა რამდენიმე საინტერესო და შთამბეჭდავი სანახაობა უკვე წარმოგვიდგინა, სააგენტო  Saatchi & Saatchi-თან თანამშრომლობით შექმნილი Magic კი ზამთრის სპორტთან დაკავშირებული მორიგი საინტერესო სანახაობაა. ეს უკანასკნელი, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად, კომპანიის ტექნოლოგიური უპირატესობის რეკლამირებასაც ისახავს მიზნად. ეკრანებთან მჯდომი პატარა ბავშვისთვის წარმატებული სპორტსმენების ყურება განსაკუთრებული შთაბეჭდილება და დიდი მიზნების დასახვის საუკეთესო მოტივაციაა, Toyota კი თავისი პროდუქციით თითოეული მსგავსი შემართების მქონე ადამიანის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

განხილვა