14
Mar
2019

ტოიოტა მთვარის შიდა ტრანსპორტის შექმნას გეგმავს

14 Mar 2019

ცნობილი ავტომწარმოებელი ბრენდი ტოიოტა იმედოვნებს, რომ 10 წელში მისი ტრანსპორტით ხალხი უშუალოდ მთვარეზე გადაადგილებას შეძლებს. ამჟამად სწორედ ამ შიდა ტრანსპორტის კონცეფტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელსაც კომპანიის გუნდი იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით ქმნის. მას Lunar Rover-ი ერქმევა და ორი ადამიანის გადაყვანა შეეძლება. ასევე, ტრანსპორტში შესაძლებელი იქნება კაფანდრის გარეშე ყოფნა.

mBank QR
mBank QR

Lunar Rover-ი, რომელიც ჯერჯერობით კონცეფტის დონეზეა, 6 მეტრი სიგრიძის იქნება. იგი ზომით, დაახლოებით, ორი პატარა ავტობუსის ტოლი იქნება. კომპანია აღნიშნული ტრანსპორტის გამოშვებას 2029 წლისთვის გეგმავს.

განხილვა