in

Toyota-ს კამპანიაში ადამიანები ყველა დაბრკოლებას უმკლავდებიან

ასეა Toyota Vios-ის შემთხვევაშიც…

ამჯერად Toyota ავტომობილის ახალ მოდელს, Toyota Vios, კამპანიით Move Your World წარმოგვიდგენს, თანაც, ამას Ogilvy Singapore-სა და Great Guns Asia-თან პარტნიორობით აკეთებს. ახლა კი, მოდით, პირდაპირ შინაარსზე გადავიდეთ, აქ სამ ადამიანს ნახავთ, რომლებიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებიან და ამ დროს დაბრკოლებებს აწყდებიან. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი დადიან თუ დარბიან, ტელეფონის დახმარებით მარტივად შეუძლიათ ნავიგაცია, რათა თავიანთ მანქანას მიაღწიონ. ბუნებრივია, ჩვენ Toyota Vios-ს ვგულისხმობთ. დაბრკოლებების აცილებით კი Toyota-ს ახალი მოდელის შესახებ ირიბად საუბრობენ…

ნამდვილად სახალისო იყო ამ ბრიფზე მუშაობა, ჩვენ ვცდილობდით დაგვებალანსებინა უცნაური ქორეოგრაფია Toyota-ს საერთო ესთეტიკასთან. დიდი საქმე იყო გასაკეთებელი ნამდვილი გარემოსა და უფრო სიურრეალისტური ელემენტების დაბალანსებისთვის, — აცხადებს ბრიუს სენტ კლერი, რეჟისორი Great Guns Asia-დან.

Toyota Vios – Weave Through Life from Great Guns on Vimeo.

როგორ დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა დინამიკური საჭიროებები?

პიცის კონკიასეული ამბავი, ანუ როგორ იქცა სესხით ნაყიდი პიცერია ინდუსტრიის ლიდერად