in

Toyota-მ Pokemon-ის რეალური დრაკონი შექმნა!

ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, ანიმაციური პერსონაჟების სუპერ ძალები გქონოდათ? ან სულაც თავადვე გყოლოდათ რეალური დრაკონი? როგორც ჩანს, Toyota-ში ამ საკითხზე ბევრი იფიქრეს, სავარაუდოდ, ბევრსაც ექნებოდა ბავშვობის ოცნების ასრულების სურვილიც… ამიტომ, ახლა Toyota Pokémon League-ის რეალურ მოტოციკლს ქმნის, რომლის შთაგონებაც ლეგენდარული Miraidon-ია, Scarlet & Violet-იდან. 

პროექტი Toyota Engineering Society-ის ეკუთვნის და სწორედ მათი დამსახურებაა მოტოციკლის მსგავსი Pokémon-ის დრაკონის გაცოცხლებაც. მანქანის კონცეფციას მეტად გამარტივებული კორპუსი აქვს, რითაც ზუსტად იმეორებს ვიდეოთამაშების დრაკონის მახასიათებლებს, წითელი მანათობელი თვალები კი უფრო სრულყოფილს ხდის მას. მეტად ფუტურისტული რომ ყოფილიყო, უკან ძრავის მსგავს ნაწილსაც ამატებენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს სტრატოსფეროში ვერ გაგიყვანთ…

საინტერესოა ისიც, რომ მოტოციკლის დებიუტი იაპონიაში Waku Waku World-ის ღონისძიებაზე შედგა… თუმცა დიდი მოლოდინებიც ნუ გექნებათ, რადგან ჯერჯერობით Toyota მასიურ წარმოებას არ გეგმავს.

2024 წლის „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმების გამორჩეული პოსტერები

ნაბიჯების ბონუს აქცია სელფისგან – მიიღე 200MB ყოველდღე