მაღაზიიდან დატვირთული გამოსვლა და საბარგულის გაღება, ქალბატონების ჩანთაში ათას წვრილმანში ჩაკარგული მანქანის გასაღები, მოულოდნელად გამოჩენილი ქვეითი და საშინლად გადატვირთულ ქუჩაზე პარკირების რთული პირობები – ეს ყველაფერი ავტომობილის მძღოლებისთვის ალბათ კარგად ნაცნობი სირთულეებია. თუმცა, თუ საქმე Toyota-ს ახალ RAV4-ს ეხება, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი დაბრკოლებები მარტივად მოგვარებადია. ბრენდმა 2017 წლის მოდელი ყველა იმ საჭირო ფუნქციით აღჭურვა, რაც მსგავს მდგომარეობებში მძღოლს ვითარებას გაუმარტივებს და ავტომობილის ყოლას კიდევ უფრო მეტ კომფორტად აქცევს. ამ მშვენიერი სიახლეების რეკლამირება ბრენდმა სააგენტო Saatchi & Saatchi-ს მიანდო, რომელმაც თითოეული ვითარებისთვის 16 წამიანი სახალისო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა.
https://www.youtube.com/watch?v=lvYjXN4DrUM
https://www.youtube.com/watch?v=j84tqCTspq8
https://www.youtube.com/watch?v=QVEINuIRELk
https://www.youtube.com/watch?v=9WeJ9gWQ4Po














