Toyota Research Institute (TRI) რამდენიმე რობოტი წარადგინა და მათი დიდი ნაწილი მოხუცებისთვის საშინაო საქმის შესამსუბუქებლადაა შექმნილი. ერთ-ერთ მათგანს ჭურჭლის დარეცხვა შეუძლია, თუმცა, მისი დიზაინი ცოტა მოუქნელი მოგეჩვენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რობოხელი სამზარეულოს ჭერზეა მიმაგრებული. წარადგინეს რობოტი, რომელსაც დელიკატური სამუშაოს შესრულება შეუძლია (მაგალითად, ტანსაცმლის დაკეცვა) და რობოტი, რომლის მართვაც VR კონტროლერითაა შესაძლებელი. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, ხანდაზმულებისთვის საკმაოდ საინტერესო გასართობად იქცეს, თუმცა, Toyota-ს თქმით, წარდგენილი რობოტები მხოლოდ პროტოტიპებია და მათი წარმოება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. თუმცა, შეიძლება სამომავლო პროდუქტებისთვის მნიშვნელოვან შთაგონებად, ან უკვე წინაპირობად იქცეს.
Toyota-ს ახალი რობოტები, ხანდაზმულებისთვის საშინაო საქმის შესამსუბუქებლად










