როგორც წესი, Toyota-ს საახალწლო ვიდეორგოლები თავისი ტრადიციული Toyotathon-თვის არაფრით გამოირჩევა ხოლმე, ყოველთვის 30 წამიანი უბრალოდ მილოცვებია. თუმცა, წელს კომპანიამ გამონაკლისი დაუშვა და სააგენტო Saatchi & Saatchi-სთან თანამშრომლობით, საზოგადოებას საინტერესო, ემოციური სანახაობა შესთავაზა. თუ აქამდე, მოკლემეტრაჟიან ვიდეორგოლებში მუსიკალურ ფონზე მხოლოდ ავტომობილი ჩანდა, ახლა მანქანას საკმაოდ მცირე ყურადღება დაეთმო და გაცილებით დიდი აქცენტი იმაზე გაკეთდა, რაც რეალურად ღირებულია ისეთ დღესასწაულზე, როგორიც ახალი წელია.
https://www.youtube.com/watch?v=2ihrY7nYcpk














