in

„შეეჭიდე შეუძლებელს, არასოდეს გაჩერდე“ – TOYOTA

toyota do not stop

ამ რეკლამის მთავარი პერსონაჟი ოლიმპიური ჩემპიონი, ტანმოვარჯიშე ალექსა მორენოა, პირველი მექსიკელი, ვინც სპორტის ამ სახეობაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, მედალი მოიპოვა. რა თქმა უნდა, მან ყველაფერს თავდაუზოგავი შრომით მიაღწია. ბევრი ამბავი გვსმენია და გვინახავს, ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის შეუძლებელს რომ ეჭიდებიან. სადღაც შორს, უკვე შემდგარ ვარსკვლავებზე კი არა, ჩვენ გარშემო და ჩვენს შორისაც უამრავია ასეთი. ამ სურვილებს ადრე თუ გვიან, აუცილებლად ავისრულებთ, თუ არასოდეს გავჩერდებით. ზუსტად ასეთ მამოძრავებელ ძალაზე საუბრობს TOYOTA თავის ბოლო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ეს ვიდეო შეიქმნა, მთავარი გზავნილი კი ასეთია: „შეეჭიდე შეუძლებელს, არ გაჩერდე“.

აღმოაჩინეს კუ, რომლის სახეობაც 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადაშენებულად მიიჩნეოდა

9 ყველაზე ჯანსაღი სახეობის საკვები პროდუქტი