in

„ტოიოტას“ ახალი კამპანია ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობის მხარდასაჭერად  

„შეძელი შეუძლებელი!“ – ამ სლოგანით  „ტოიოტამ“ ახალი, გლობალური კამპანია დააანონსა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტი ისეთ მარადიულ ფასეულობებს ეფუძნება, როგორიცაა გამბედაობა, გამოწვევა და მუდმივი პროგრესი და რაც ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობის სულისკვეთებასთან ერთად, „ტოიოტას“ გლობალურ ხედვასა და აზროვნების სტილს ეხმიანება.

bog
bog-mob

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=WV0DlwUb8e0[/embedyt]

 

„ მას შემდეგ რაც ტოიოტამ გააფორმა გლობალური პარტნიორობის ხელშეკრულება  ოლიმპიურ და პარალიმპიურ საერთაშორისო კომიტეტებთან, მსოფლიო მასშტაბით, ბევრი საინტერესო პროექტი დაიწყო. ჩვენი კომპანიის ფილოსოფია „მობილობა ყველასთვის“ ( Ever Better Mobility for All ) მიზნად ისახავს, მსოფლიო მასშტაბით შეცვალოს გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული  „შაბლონური“ მიდგომა. მობილობის ბარიერების დასაძლევად, „ტოიოტა“ მუდმივად მუშაობს ახალი ინოვაციების შექმნაზე – დაწყებული ოპტიმიზირებული საზოგადოებრივი სატრანპორტო სისტემით (სპეციალურად დიდი ქალაქებისთვის), დასრულებული ინდივიდუალური გადაწყვეტებით განსაკუთრებული ფიზიკური  შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“.

კომპანიაში ამბობენ, რომ მობილობა, ავტომობილებს მიღმა ცნებაა და მოძრაობა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა. აქედან გამომდინარე, ეს კამპანია და მსოფლიო პარტნიორობა ოლიმპიურ და პარალიმპიურ  საერთაშორისო კომიტეტებთან, მათი თქმით, კომპანიის მთავარი დაპირების  – მიანიჭო მოძრაობის თავისუფლება ყველას – ასახვაა.

„ „შეძელი შეუძლებელი!“ მოგვითხრობს ადამიანური სიძლიერის და გამარჯვების გამორჩეულ ისტორიებს და ადამიანებს გამბედაობისკენ  მოუწოდებს. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს შთააგონოს „ტოიოტას თანამშრომლები“, პარტნიორები, მომხმარებლები და დააკავშიროს ისინი კომპანიის ფილოსოფიასთან – ამბობს „ტოიოტა“ მოტორ კორპორაციის გაყიდვებისა და მარკეტინგის მხარდაჭერის განყოფილების გენერალური მენეჯერი ნორიაკო იამაშიტა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „შეძელი შეუძლებელი!“ ასახავს „ტოიოტას“ ევოლუციას  და იმ ოლიმპიელი, პარალიმპიელი, თუ სხვა სპორტსმენების რეალურ ცხოვრებისეულ ისტორიებს წარმოადგენს, ვისთვისაც მთავარი ღირებულებები თავმდაბლობა, შრომისმოყვარეობა და მუდმივი ბრძოლაა.

„კამპანია ასევე ასახავს „ტოიოტას“ გრძელვადიან დაპირებას, ხელი შეუწყოს უფრო მეტად ინკლუზიური და მდგრადი საზოგადოების შექმნას, რომელშიც ყველას შეუძლია შეეჭიდოს შეუძლებელს წარმატებული ისტორიებით შთაგონებისა  და „ტოიოტას“ ტექნოლოგიების დახმარებით. მრავალი პლატფორმის მქონე გლობალური კამპანიის ორი კრეატიული საყრდენი მოიცავს ,,ინსპირაციას“, რომელიც ადამიანის სულის ზეიმია და პროდუქტს ,,მტკიცებულებას”, რაც ახდენს „ტოიოტას“ ინოვაციური იდეების დემონსტრირებას  და ეხმარება ადამიანებს თავისუფლად მოძრაობაში“.

აღსანიშნავია, რომ „ტოიოტამ“ შექმნა www.MobilityForAll.com.

ახალი ვებგვერდი აშშ-ის NCAM-სთან (ეროვნული ცენტრი ხელმისაწვდომი მედიისთვის)  კონსულტაციით ისეა აგებული, რომ ხელმისაწვდომია ყველასთვის  და კონტენტის  სრულფასოვანი გაცნობის  საშუალება ნებისმიერ მომხმარებელს აქვს, განსაკუთრებული საჭიროებების მიუხედავად.

[R]

15 მაისს ბრიტანულ ცენტრს საიუბილეო 15 წელი უსრულდება!

რა მოხდება, თუ თქვენი ბიზნესის სასამართლოზე აღმოჩნდებით?