15
Jun
2016

Toyota–მ შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილას არასწორად გაჩერებულ მძღოლებს “ომი” გამოუცხადა

15 Jun 2016

გადატვირთულ ქუჩებში, როდესაც მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ პოულობ, ყველაზე მარტივი გამოსავალი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილია, რომელიც უმეტესად თავისუფალია ხოლმე. Toyota–მ მსგავს უპასუხისმგებლობასთან საბრძოლველად, ყველაზე მარტივი იარაღი გამოიყენა. ესაა ვიდეოთვალი – უჩინარი დამკვირვებელი, რომლის გამოც ქუჩაში ყოველთვის ვფრთხილობთ და მეტად დაკვირვებულები ვართ.

Toyota–მ ქუჩებში სპეციალურ ნიშნებზე პლასტმასის ყალბი ვიდეოკამერები დაამონტაჟა და წარწერაც გაუკეთა: “გაიღიმეთ, მთელი სოციალური მედია გიმზერთ!”.

კამპანიამ გაამართლა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მძღოლების ადგილის მითვისების მსურველები, კამერის და წარწერის დანახვისთანავე თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ. ბუნებრივია, არავის მოუნდება საკუთარი რეპუტაციის საქვეყნოდ შელახვა მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანა გააჩეროს.

 

 

განხილვა