16
May
2017

ავტომუხრუჭის წყალობით, ტესტ-დრაივიც კი უსაფრთხოა! – Toyota-მ Dummy შვებულებაში გაუშვა

16 May 2017

Elit Electronics


Toyota-ს მომხმარებლისთვის არაჩვეულებრივი სიახლე აქვს, ბრენდის თითქმის ყველა ახალი ავტომობილი სრულად იქნება აღჭურვილი უსაფრთხოების ისეთი სისტემებით, როგორიც ავტომუხრუჭი და სხვა საჭირო ფუნქციებია. კომპანიის ავტომობილები ტესტ-დრაივების დროსაც კი უკვე იმდენად უსაფრთხო გახდა, რომ ბრენდს თავისი ერთგული რობოტი-თოჯინა Dummy-ს  გამოყენებაც აღარ სჭირდება, რითიც, რა თქმა უნდა, ეს უკანასკენელი დიდად უკმაყოფილოა. თუმცა, მეორეს მხრივ, მას უკვე ბევრი თავისუფალი დრო აქვს და შეუძლია ცხოვრებით დატკბეს. რაც შეეხება Toyota-ს ავტომობილების  მომხმარებლებს, მათ ნამდვილად აღარაფერზე აქვთ სანერვიულო, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში თამამად შეუძლიათ იყვნენ მანქანის იმედზე. სარეკლამო რგოლის შექმნაზე სააგენტო Saatchi & Saatchi-მ იზრუნა.

 

განხილვა