in

ტოიოტა, ბრენდის ახალ დიზაინს წარადგენს

ტოიოტა წარადგენს თავისი ბრენდის ახალ დიზაინს ევროპაში,  განახლებული  ლოგოთი და ტიპოგრაფიით.  ტოიოტასთვის ეს ნიშნავს ახალ ერას, რადგან ის ავტომობილების კომპანიიდან გარდაიქმნება მობილურობის კომპანიად.

შექმნილია რა, მომხმარებელთა მაქსიმალურად დივერსიფიცირებულ ბაზებზე დაყრდნობით, რომელთაც ბრენდი მობილურობის პროდუქტებისა და სერვისების მუდიმავად მზარდ ასორტიმენტს სთავაზობს,  ახალი დიზაინის ენა სრულყოფილია მომხმარებელთან შეხების როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური წერტილებისთვის.

ახალი ვიზუალი ეფუძნება სიმარტივეს და ფორმირებულია ოთხ ძირითად პრინციპზე დაყრდნობით: შორსმჭვრეტელობა, მზადყოფნა მობილურობისთვის, გამორჩეულობის მეტიად შეგრძნებას და საუცხოო ჰარმონია ბიზნესის ყველა ქვედანაყოფსა და ქვე-ბრენდებში.

ტოიოტას ახალ ლოგოში საფირმო ნიშანი გარდაქმნილია მარტივ, ორგანზომილებიან დიზაინად, სადაც ამოღებულია წარწერა „Toyota”, რადგან ევროპაში თვითონ ემბლემა ყველასთვის კარგადაა ნაცნობი. ახალი დიზაინი გამოხატავს სიმარტივეს, გამჭვირვალობას, თანამედროვეობას, რომელიც იდეალურად ეწყობა ციფრულ სივრცეს და ასევე ეფექტურია ფიზიკურ სამყაროში.  ახალი საფირმო ნიშანი გამოყენებული იქნება ყველა საკომუნიკაციო დონეზე, ხოლო ავტომობილებისთვის შენარჩუნდება ამჟამინდელი საფირმო ნიშანი.

ჩვენ შევიმუშავეთ  მომავალზე ორიენტირებული ბრენდის ახალი ვიზუალური დიზაინი. ყურადღება გავამახვილეთ მომხმარებელთან კავშირის მაქსიმალურ გაუმჯობესებაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს არ ჩამორჩნენ ტოიოტას ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების,  მობილურობის სერვისებისა და ინტერნეტით საცალო ვაჭრობის სწრაფ ზრდას“ – დიდიე გამბარი, გაყიდვების, მარკეტინგისა და მომხმარებელთა კმაყოფილების, TME-ის განყოფილება.

 

[პარტნიორის კონტენტი]

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსისკენ პირველი ხომალდი გაუშვა

Honda City-ის რეკლამაზე ქართულმა სტუდია Highway VFX-მა იმუშავა