in ,

როგორ ვაკონტროლოთ შვილი ავტომობილის მართვისას? – Toyota-ს სასარგებლო პროგრამა მშობლებისთვის

მშობლების ცხოვრებაში ნერვიულობისა და თავის ტკივილის სერიოზული ეტაპი სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ტინეიჯერი შვილი მართვის მოწმობას იღებს და ხმამაღლა გამოთქვამს ავტომობილით სარგებლობის სურვილს. გადაჭარბებული სიჩქარე, სმარტფონი, ზედმეტი თავდაჯერებულობა, ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც უფროსების ნერვიულობის სერიოზულ საბაბს წარმოადგენს. Toyota-მ გადაწყვიტა, მშობლების ნერვებზე ეზრუნა და სპეციალური აპლიკაცია – Safe & Sound-ი შექმნა. ახალი პროგრამის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია, როგორც კი შვილს ავტომობილის გასაღები გადაეცემა, მაშინვე სპეციალური აპლიკაცია ოჯახის წევრების სმარტფონებს ერთმანეთთან აკავშირებს და სრულ „ძალაუფლებასა“ და კონტროლს უფროსების ხელში ტოვებს. მაგალითად, Google Map-ის საშუალებით, დედის ტელეფონი ავტომატურად აფიქსირებს შვილის გადაჭარბებულ სიჩქარეს და ამის შესახსენებლად, მას შეუძლია, ავტომობილში ყველაზე საშინელი სიმღერის გაჟღერება. გარდა ამისა, პროგრამას კიდევ ბევრი სხვა მრავალი სასარგებლო ფუნქცია აქვს.

 

https://www.youtube.com/watch?v=WrWwNZMrJ4o

რთულია მოატყუო თავი – განსაკუთრებით მუსიკაში – Vazhmarr #თაობა

ლუვრის ისტორიული სკულპტურები თანამედროვე სამოსში – ფრანგი ფოტოხელოვანის ორიგინალური პროექტი