19
აპრ
2017

რომელი დიზაინერის სამოსს ატარებთ?! სცადეთ Toyota Camry–ს ტყავისგან შექმნილი ქურთუკი

19 აპრ 2017

რომელი დიზაინერის სამოსს ატარებთ? ეს არის წითელ ხალიჩაზე გაჟღერებული ყველაზე აქტუალური კითხვა, რომლებსაც მედიის წარმომადგენლები კინო ვარსკვლავებსა და სხვა ცნობილ სახეებს უსვამენ ხოლმე. Dior, Marc Jacobs, Chanel, Versace… მოდის ინდუსტრიაში ამ სახელების გაგება აღარავის უკვირს. თუმცა, ის კი ნამდვილად ყველას გააოგნებს, ჩვეულ კითხვაზე ვინმემ პასუხად Toyota რომ გასცეს. აბა, წარმოიდგინეთ, რა შუაშია წითელი ხალიჩა, სამოსი, მოდა და ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი ერთმანეთთან?! მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარი ჩვეულებრივ ბრენდზე არ გვაქვს, გასაკვირი არაფერია. Toyota–მ შექმნა ტყავის ქურთუკი, რომელიც ბრენდმა ზუსტად იმ მატერიისგან დაამზადა, რითაც მისი ახალი Camry–ს სალონია შექმნილი. უჩვეულო სიახლის დემონსტრაცია კი People Magazine–ის ღონისძიებაზე მოხდა, Toyota–ს ქურთუკი კუბელ მსახიობს უილიამ ლევის ამშვენებდა.

განხილვა