in

Toys ‘R’ Us და სათამაშოების ბუმი ამერიკაში

ბავშვებისთვის საყვარელ ბრენდებს თუკი ადევნებთ თვალს, Toys ‘R’ Us. უკვე რამდენიმე ათეული წელია, ბრენდი საბავშვო პროდუქტებს ქმნის და მთელი მსოფლიოს გარშემო გაითქვა სახელი. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ Toys ‘R’ Us-ზე მოგიყვებით.

1948 წელი იყო. მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებულ ჩარლზ ლაზარუსს საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურდა. ტერმინი “baby boom” ჯერ კიდევ არ იყო აქტიურად გავრცელებული, მაგრამ ჩარლზი ხვდებოდა, რომ მის გარემოცვაში შობადობა მალე მკვეთრად გაიზრდებოდა. ყველა, ვისაც ესაუბრებოდა, უამბობდა, რომ სახლში დაბრუნებას, დაქორწინებას და შვილების გაჩენას გეგმავდა. ჩარლზმაც გადაწყვიტა, რომ მამამისის ველოსახელოსნოს ადგილას, მაღაზია გაეხსნა.

თავდაპირველად, მაღაზია Children’s Bargain Town გახსნა ვაშინგტონში, 1948 წელს. პროდუქტებს მაღალი საბავშვო ეტლები, სავარძლები და სხვა ტიპის საქონელი წარმოადგენდა. როდესაც საკმარისი ზრდა ვერ დაინახა, გადაწყვიტა მიდგომა მკვეთრად შეეცვალა და რამდენიმე ხელმისაწვდომი სათამაშო შესთავაზა ბაზარს. ახალმა მიდგომამ გაამართლა, თუმცა ჩარლზს უფრო ფართო ხედვა ჰქონდა. მის გონებაში ეს ბიზნესი იყო ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ნებისმიერი არსებული მაღაზია, რომელიც მანამდე ენახა. 1957 წელს, ის საბავშვო ავეჯის სფეროდან გამოვიდა და ბიზნესის სახელის შეცვლით – Toys ‘R’ Us პირველი დიდი სათამაშოების მაღაზია გახსნა.

ახალმა ჰიპერმარკეტმა გაამართლა. ის არსებული მაღაზიებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. თუკი სხვა სათამაშოების მაღაზიების უმრავლესობა პატარა ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენდა, ლიმიტირებული პროდუქციის ასორტიმენტით, ლაზარუსის მაღაზიებში, კონკურენტებთან შედარებით, უდიდესი არჩევანი იყო.

თავად მაღაზიების მასშტაბურობა სიახლე იყო იმ პერიოდისთვის და მომხმარებლებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მათ არ ჰქონდათ ნანახი ასეთი დიდი და სავსე მაღაზიები. ლაზარუსის ინსტინქტი სწორი აღმოჩნდა. ომის დეპრესიული წლების შემდეგ, მან მართლაც მოახერხა ამერიკელთა გულის მოგება. დემოგრაფიულ ზრდასთან ერთად, მაღაზიამ სათამაშოების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

“სმარტ აკადემიაში” გრაფიკული დიზაინის განახლებულ კურსს თაკო კოსტავა და ნიკოლოზ ოსიპოვი უხელმძღვანელებენ

საქართველოს ბანკის CSR მიმართულებას ანა ლომთაძე უხელმძღვანელებს