ინტერნეტის კავშირის გარეშე ადამიანთა სრული უმეტესობის ცხოვრება წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, კავშირის გამართულად, მაქსიმალური სისწრაფით მუშაობა, ყოველდღიურობის ძალზედ მნიშვნელოვანი ნიუანსად იქცა. თუმცა, Ზოგჯერ, ამის მიღწევა რთული და შრომატევადი პროცესია. მაგალითისთვის, ინტერნეტის მთელ სივრცეში ოპტიმალურად კარგი მიწოდების უზრუნველსაყოფად, ხშირად გვიწევს იმაზე ფიქრი, თუ სად განვათავსოთ WI-Fi როუტერი.
TP-Link-ს არ სურს მომხარებელმა ამაზე ბევრი იფიქროს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ უახლესი WI-FI 6E როუტერი გამოუშვა სახელწოდებით Archer AXE200 Omni, რომელიც თქვენი გადაადგილებისას ინტერნეტს გამოგაყოლებთ. Როუტერს 4 ანტენა აქვს. ისინი WI-FI ტალღებს თქვენი მოძრაობის შესაბამისად მომართავენ, რაც ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარით გამოყენების შესაძლებლობას, თქვენი სივრცის ნებისმიერ წერტილში მოგცემთ.
როუტერის მხარდაჭერის პორტი და ინტერნეტის გავრცელების შესაძლებლობები თავისუფლად პასუხობს, დღეისათვის არსებულ უსწრაფესი ინტერნეტის მიღება გავრცელების მაღალ სტანდარტებს. Archer AXE200 Omni-ს სამ სხვადასხვა 2.4გ/ჰ, 5გ/ჰ და 6გ/ჰ სიხშირეზე შეუძლია მუშაობა.
TP-Link-ის ახალ პროდუქტს CES-იზ ინოვაციური ტექნოლოგიების ჯილდო გადაეცა.
ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა რა ეღირება TP-Link-ის ახალი პროდუქტი, თუმცა, ვინაიდან სტანდარტული 6E როუტერის ფასი 500 დოლარია, დაზუსტებით ვიცით, რომ Archer AXE200 Omni-ის ღირებულება 500 დოლარზე მეტი იქნება.