in

ნუ “ჩაეხუტებით” როუტერს Wi-Fi-ის მოლოდინში – TP-Link-ის სახალისო რეკლამები

იცით რა არის კარგი ინტერნეტი? კარგი სიჩქარე, სიამოვნებით ფილმის ყურება და მუსიკის მოსმენა, ენერგიული ონლაინ თამაში, შეუფერხებელი კონტაქტი სამყაროსთან.

ზაფხულში განსაკუთრებით რთულია Wi-Fi–ის როუტერთან “ჩახუტება”, თუ ეზოში სიგრილეა და აუზთან მზის აბაზანის მიღებაც შეიძლება. კიდევ უამრავი თავგადასავალი შეიძლება გადაგხდეთ, სანამ უახლეს და მძლავრ როუტერს არ შეიძენთ. ამერიკელებს გაუმართლათ, კომპანია TP-Link–ი მათ ძლიერ როუტერებს სთავაზობს, ხოლო სანამ ჩვენთანაც შემოვა, იხალისეთ სარეკლამო რგოლებით და შეადარეთ ხარისხი.

 

https://vimeo.com/175767828

 

მაგრამ ჯერ კიდევ არიან ადამინები, ვინც ისევ წვალობს და ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მომენტებს Wi-Fi–ის უხარისხო კავშირის გამო აუფერულებს. ნუთუ, არ შეიძლება, რომანტიული მუსიკა იყოს თქვენი ძილისპირული?!

 

 

სარეკლამო რგოლებზე სააგენტო  Battery–მ იმუშავა.

ქალაქი, სახელად “მოდა” და მისი მოქალაქეები Amazon–ის ვიდეორგოლში

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს