თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმმა (TPMM) გადაწყვიტა, საკუთარი ვიზუალური იდენტობა და კორპორატიული სტილი ფროდაქშენ კომპანია CONNECT-ის დახმარებით, ეპოვნა, მულტიმედიური პროექტით მიეტანა აუდიტორიამდე ინფორმაცია და ამგვარად, მათ ცნობიერებაში საპატიო ადგილის დაკავებაზე ეზრუნა. „კონექტმა“, კერძოდ, ლოგოს შექმნაზე, ბრენდინგზე – კორპორატიულ სტილზე, ვებგვერდის კონცეფციაზე, დიზაინსა და მის დეველოპმენტზე იმუშავა.
ჩვენი ამოცანა იყო, გაგვეკეთებინა მულტიმედიური პროექტი, რომელიც ვებპლატფორმის საშუალებით, მიიტანდა ინფორმაციას როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ მომხმარებლამდე, მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, შევქმენით, უფრო მეტად, შემოქმედებით ნაწილზე აგებული სტრუქტურა, – დავით რიკიაშვილი, Connect-ის არტ დირექტორი და TPMM-ისთვის შექმნილი საიტის კონცეფციისა და დიზაინის ავტორი.
თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმი (TPMM), რომელიც 2017 წელს დაფუძნდა, პირველი ინსტიტუციაა საქართველოში – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად არის ფოკუსირებული თანამედროვე გამოსახულებაზე – ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიებზე, ვიდეოზე. მისი დამფუძნებლები არიან ნესტან ნიჟარაძე და ტუსი კაპანაძე. მუზეუმი მდებარეობს სასტუმროში „სტამბა“.
ბრენდინგზე, ლოგოსა და საიტის კონცეფციაზე მარკეტერის შეკითხვებს დავით რიკიაშვილმა უპასუხა:
M: როგორ გამოხატეთ ლოგოტიპით ბრენდის კონცეფცია?
ბრენდის სახელმა გვიკარნახა, რომ თვითონვე უნდა ყოფილიყო ლოგოტიპი და ამიტომაც, ვიზუალური იდენტობა გამოგვივიდა ტიპოგრაფიული სახის – ლოგო გავათამაშეთ ფერებში და ბოლოში წერტილითვე, გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე უკეთ ასახავდა ორგანიზაციის საქმიანობას. M: რაც შეეხება საიტის კონცეფციას…
საიტის კონცეფციაზე ვიფიქრეთ ბევრი. გვინდოდა, რომ ყოფილიყო ძალიან მინიმალისტური, თუმცა, ამავდროულად, კრეატიული. გამოგვივიდა ჩვენს სტილზე დაფუძნებული, ფუნქციური პლატფორმა.
საიტი რომ იხსნება, შავ-თეთრ ლოგოსთან შეხების შემთხვევაში, ის ფერადდება და მის უკან ჩნდება ბამბუკები. კონცეფცია არის, რომ თეთრი ფურცლის უკან იმალება რაღაც საინტერესო და საიტის პირველ ეფექტსაც სწორედ ამ კრეატიული გადაწყვეტით ვაღწევთ. პლუს, ჩანს წერტილები, რომელიც TPMM-ის სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე – ფოტოგრაფების, ღონისძებებისა თუ და ა.შ. – გადასვლის საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, საიტზე გვაქვს ძალიან საინტერესო კონტენტი – უკვე მერვე წელია, ჩვენ ვთანამშრომლობთ თბილისის ფოტო ფესტივალთან, რაც რეალურად, ამ პროექტის პირველი ეტაპია. ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს Night of Photography-ზე, ივენთის ორგანიზებას ვიდეოსლაიდშოუების კუთხით. ამ 8 წლის განმავლობაში, რაც კი შექმნილა, „ფოტოგრაფიის მულტიმედიური პროდუქტის“ სახით, ახლად შექმნილ პლატფორმაზე განთავსდა, არქივის სახით, – დავით რიკიაშვილი.
2017 წელს, თბილისის ფოტო ფესტივალის ერთ-ერთი დღე მიეძღვნა მოდის სამყაროში ვეტერანი ფოტოგრაფის, გი ბურდენის ნამუშევრების წარდგენას და პირველად, „კონექტს“ მიენიჭა უფლება, მისი ნამუშევრები ერთად შეეკრა და ისე ეჩვენებინა აუდიტორიისთვის, ფესტივალის ფარგლებში. TPMM-ის არქივში ამ ნამუშევარსაც იპოვნით.
Credits:
Product: Logo Branding, Corporative branding, Website Design and Development
Client: Tbilisi Photography and Multimedia Museum
Agency: Connect
Branding: Tornike Bokuchava
Art Director: David Rikiashvili
Web Page Concept and Design:
David Rikiashvili
Development: Ucha Gviniashvili
Project Manager: Natia Sukhitashvili