TPS Georgia ქართული პლატფორმაა, რომელიც კრიპტოვალუტის კონვერტაციის, შეძენისა და გაყიდვის მსურველებს ემსახურება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ოფისის გარდა, ამ დროისთვის, კრიპტოვალუტით ვაჭრობა სპეციალური ტერმინალებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც თბილისში, სხვადასხვა მისამართებზეა განთავსებული. როგორ შეიძლება კრიპტოვალუტის ყოველდღიურობაში გამოყენება? დეტალებზე TPS Georgias-ს მივმართეთ.

M: რა უპირატესობას ხედავთ კრიპტივალუტაში, ტრადიციულ ფინანსურ აქტივობებთან შედარებით?
საქმე ისაა, რომ კრიპტოვალუტა უამრავ პრობლემაბს წყვეტს, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალიზირებული ქაღალდის ვალუტის ბუნებასთან და სხვა ინსტრუმენტებთან: კრიპტოვალუტის სამყაროში თითქმის არ არის ინფლაცია, საბანკო სისტემასთან შედარებით, სადაც ინფლაციის დონე უცნობია და ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ დაბეჭდონ ნებისმიერი თანხა მოსახლეობის თანხმობის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კრიპტოვალუტა უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს. კრიპტოვალუტის ფულად გადარიცხვებს საზღვრები არ აქვთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ A-დან B წერტილში გადარიცხვა მოხდეს რამდენიმე წუთის განმავლობაში. კიდევ ერთი დადებითი მხარეა – გამჭვირვალობა. შეუძლებელია სისტემა შეცდომაში შეიყვანო ან რამე ისე გააკეთო, რომ სხვები არ მიხვდნენ.

M: როგორ შეიძლება დღეს კრიპტოვალუტის პრაქტიკულად, ყოველდღიურობაში გამოყენება?
თუ თქვენ მოგიწევთ ფულის გაგზავნა საზღვარგარეთ, თქვენ მიხვდებით, რომ კრიპტოვალუტა საუკეთესო ვარიანტია. სტანდარტულად ფულის გადარიცხვა არამხოლოდ ძვირადღირებულია, არამედ ამისთვის ბევრი საბუთის შევსებაც არის საჭირო. SWIFT/SEPA-სთან შედარებით, კრიპტოვალუტის ტრანზაქცია ხდება მომენტალურად და რაც ყველაზე მთავარია, თქვენს საკრიპტოვალუტო საფულეს ვერავინ დაბლოკავს ან გაყინავს.

M: რას საქმიანობს TPS Georgia? რა შედის თქვენს სერვისებში?
კომპანია TPS Georgia გაძლევთ შესაძლებლობას იყიდოთ ან გაყიდოთ ნებისმიერი სახის კრიპტოვალუტა ნაღდი ანგარიშწორებით, სწრაფად, საიმედოდ, მარტივად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ, რამდენიმე წუთში, საქართველოში პირველი კრიპტოვალუტის ტერმინალების საშუალებით.

M: სად და როგორ შეიძლება ისარგებლონ მოქალაქეებმა თქვენი სერვისით?
კომპანია TPS Georgia-ს ორივე ტერმინალი განთავსებულია თბილისში, შემდეგ მისამართებზე: ყიდვა/გაყიდვის ტერმინალი დგას „ნიუ-იორკ ბურგერ თბილისის” რესტორანში (კოსტავას #71), ყიდვის ტერმინალი – Nayeb რესტორანში (შ. დადიანის 12). კომპანია აპირებს კიდევ ერთი ტერმინალის დამონტაჟებას უახლოეს მომავალში. ამ ტერმინალების მეშვეობით, კრიპტოვალუტის ყიდვასა და გაყიდვას შეძლებთ.
ასევე შესაძლებელი ხდება კრიპტოვალუტის გაგზავნა თქვენი მეგობრებისა და ნათესავებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც და რამდენიმე წუთში, ისინი შეძლებენ კრიპტოვალუტის განაღდებას ლარში ან დოლარში. ამისთვის უნდა მოგვმართოთ ჩვენს ოფისში, ასლანიდის #9-ში ან გამოიყენოთ ტერმინალი.

M: რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ?
“თპს”-ის საშუალებით შეძლებთ კრიტოვალუტის ყიდვა-გაყიდვას სანდო და მარტივი პროგრამის საშუალებით. კომპანიამ 2018 წელს შექმნა უსაფრთხო პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ მსურველს გაუადვილებს კრიპტოვალუტის შეძენას. ამ დროისთვის, ჩვენთან შესაძლებელია Bitcoin და Litecoin-ის ყიდვა-გაყიდვა. სამომავლოდ, იგეგმება Ripple, Ethereum, Bitcoin Cash-ისა და სხვა, თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტის დამატება.
ამასთან, ჩვენთან შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ BTC, LTC ტერმინალის მეშვეობით, და BTC, LTC, ETH, BCH, XRP – TPS Georgia-ს ოფისში მოსვლით მარტივად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ, რამდენიმე წუთში.
https://www.youtube.com/watch?v=F_X06VPQLFg
[R]












