in ,

თქვენ არ ირჩევთ Skoda-ს, Skoda თავად გირჩევთ თქვენ! – სახალისო Test Drive

Skoda-მ პოტენციურ მყიდველებს ნამდვილი გამოცდა მოუწყო. 2017 წლის Skoda Superb-ის შესაფასებლად მომზადებულ მძღოლებს მანქანა პირადად გაესაუბრა.

სარეკლამო სააგენტო DDB-ის მიერ შექმნილ ვიდეორგოლში საცდელი მგზავრობისას საჭესთან დამჯდარ მძღოლებთან დიალოგში თავად ავტომობილი შედის. ზოგიერთ მათგანს სახელით მიმართავს, ზოგს სწორ მარშრუტს კარნახობს, ზოგს კი კომპლიმენტს ეუბნება. მანქანით დაინტერესებული ადამიანები შექმნილმა სიტუაციამ ძალიან გაამხიარულა. თუმცა, თავად ახალი Skoda Superb-ის მოხიბლვა ყველამ ვერ შეძლო. ავტომობილის მიერ მიღებულმა საბოლოო გადაწყვეტილებამ ბევრი მათგანი იმედგაცრუებული დატოვა.

როდესაც პროდუქტის გაყიდვას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ, მის მიმართ ინტერესი იკარგება. როგორც სჩანს, სწორედ ეს ფაქტი გაითვალისწინეს Skodas სარეკლამო რგოლის შემქმნელებმაც.

მოკლედ, Skoda არავის ეხვეწება, მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი.

 

HELPMET – ჭკვიანი ჩაფხუტი, რომელიც მოტოციკლისტის ადგილსამყოფელსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას გვატყობინებს

რას იწონის თქვენი ჩანთა?! – Microsoft-ის ინიციატივა ხერხემლის დაავადებების წინააღმდეგ