in ,

თქვენი გადახდილია! ანუ როგორ მიიღო კინოს ბილეთი უფასოდ? – AT&T

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერი მეგობარი, ყველაზე არასასურველიც კი, შეგიძლიათ კინოში დაპატიჟოთ. რატომ? იმიტომ, რომ უფასო ბილეთი გაქვთ… და რა მოხდა, თუ მის გამოსაყენებლად მეგობრის გამაღიზიანებელი საქციელის ატანა მოგიწევთ.

AT&T Wireless-მა იუმორისტული კამპანიის ფარგლებში ოთხი ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა, რომლებზეც სააგენტო BBDO New York-მა იმუშავა.

“Married Friend”, “Boyfriend”, “Impulsive Friend”, “Sentimental Friend” – ამ სათაურებით რეკლამაში ყველაზე აბსურდული და სულელური სიტუაციებია გათამაშებული.

პირველ ვიდეორგოლში AT&T-სთან ერთად, მისი დაოჯახებული მეგობარი უნდა ავიტანოთ

 

https://www.youtube.com/watch?v=OlAObmM8I2s

 

მეორეში გაღიზიანების მიზეზი კინოში წასვლის სურვილით შეპყრობილი შეყვარებული წყვილია

 

https://www.youtube.com/watch?v=6ZOjXFUI9KY

 

მესამეში მგრძნობიარე გოგონა, რომლის გახარებაც მარტივია, მითუმეტეს კი მაშინ, თუ მისთვის უფასო ბილეთი გაქვს

 

https://www.youtube.com/watch?v=0LeO0Psr-QI

 

მეოთხე მეგობარი კი ყველაზე იმპულსური აღმოჩნდა, ის სიხარულისგან პირდაპირ საავადმყოფოს საწოლიდან წამოხტა

 

https://www.youtube.com/watch?v=3PbYJobkGxY

 

მიზანი ერთია, ადგილი თქვენს გვერდით თავისუფალი არ უნდა დატოვოთ.

როგორ ანდეს სტაჟიორებს სერიოზული საქმე Havas Worldwide–ის სოციალურ აქციაში – Print ნამუშევრები

KFC-ს ახალი სტრატეგია საქართველოში