in

თქვენი პროფესიული გადაწვა და ძალების აღდგენა უნიკალური გამოცდილებაა

ასეთ დროს გარე ძალისხმევა, უმეტესწილად, უშედეგოა..

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ გადაწვა ორგანიზაციული პრობლემაა და არა, ინდივიდუალური. მართალია, თანამშრომლების გადაწვის თავიდან აცილების პასუხისმგებლობა დამსაქმებლებს ეკისრებათ, მაგრამ ამ პრობლემის გამოსწორება ძალიან რთულია. კვლევების თანახმად, მსგავს სიტუაციაში გარე ძალისხმევა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, უმეტესად უშედეგოა. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ თქვენს გადამწვარ მდგომარეობაში გადამწყვეტ როლს მენეჯერი თამაშობს… თუმცა ცდებით! ამ დროს საუკეთესო კანდიდატი, რომელსაც თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია, თავად ხართ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევა დამწვრობის გადალახვის ყველაზე ეფექტური სტრატეგიებისა და რიგი საერთო ტენდენციების დასადგენას ესმსახურებოდა:

რა იწვევს გადაწვის შეგრძნებას?

პირველ რიგში კვლევამ აჩვენა, რომ წვა არ არის მონოლითური ფენომენი, არამედ ის შესაძლოა, სამი განსხვავებული სიმპტომის კომბინაციას წარმოადგენდეს: ამოწურვა – გონებრივი ან ფიზიკური რესურსების შემცირება, ცინიკური განცალკევება – სოციალური კავშირის ამოწურვა, და ეფექტურობის შემცირების განცდა – თვითღირებულების ნაკლებობა. გადაწვისგან თავის დასაღწევად უნდა განსაზღვროთ, უშუალოდ რომელ რესურსია ამოწურული, რის შემდეგაც მის “შევსებაზე” იზრუნებთ.

მაგალითად, როდესაც გადაწვის ძირითად წყაროს დაღლილობა წარმოადგენს, კვლევის თანახმად, თვითდასაქმება ხელახლა გააქტიურების ყველაზე ეფექტური გზაა. კვლევის ფარგლებში ბიზნესის სკოლის სტუდენტების საფუძველზე თვითმოქმედების აქტების გავლენა შეისწავლეს, 10 დღიანი სტრესული, კერძოდ, გონებრივი თუ ფიზიკური დაღლილობის პერიოდში.

როგორც მკვლევრები ამბობენ, მონაწილეებს ყოველდღიურად ერთ დავალებას აძლევდნენ – ზოგჯერ მათ ევალებოდათ, დღის განმავლობაში გაეანალიზებინათ გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოჩნდებოდნენ და საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა გამოეხატათ. ზოგჯერ კი, მათ სხვა ადამიანებისთვის უნდა ეგრძნობინებინათ თანაგრძნობა. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ თვითდასაქმების აქტივობებში მონაწილეობა, როგორიცაა 10 წუთიანი მედიტაციის სესია, კერძის მომზადება და სხვ., შესვენება და საკუთარ თავზე კონცენტრირება გადაღლილობასა თუ გადაწვასთან საბრძოლველად საუკეთესო გზაა.

მეორეს მხრივ, როდესაც გადაწვა ცინიკური განცალკევებითაა გამოწვეული, საკუთარ თავზე “ზრუნვა” შესაძლოა, ნაკლებ ეფექტური იყოს. თუ გაუცხოებას გრძნობთ, ეს სტრატეგია უმეტესად კიდევ უფრო უკან გხევთ. ამ შემთხვევაში საზოგადოებასთან კავშირის აღდგენაში სხვების მიმართ კეთილგანწყობა დაგეხმარებათ.

ამასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ როდესაც მონაწილეებს სხვების მდგომარეობის შემსუბუქება დაევალათ, მათ გამამხნევებელი სიტყვები გამოიყენეს და ზოგიერთმა თანამშრომლის ლანჩზე წაყვანის ხერხსაც მიმართა. როგორც გაირკვა, რამდენიმე წუთის მსგავს გარემოში გატარებამ, კოლეგის სანუგეშებლად ან მათი პრობლემების მოსასმენად, გაუცხოების ბარიერი დაარღვია.

და ბოლოს, კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც თანამშრომლები არაეფექტურობის განცდას ებრძოდნენ, ყველაზე დადებითი გავლენა საკუთარი თავის პოზიტიურად განწყობაზე ორიენტირებულ ქმედებებს აქვს. საგულისხმოა, რომ ეს ეხება არა მხოლოდ თქვენი თავის, არამედ თანამშრომლის გამხნევებასა და თვითშეფასების ამაღლებას. ასევე, დადებითად მოქმედებს პირადი მიღწევები, იქნება ეს დიდი პროექტის დასრულება თუ უბრალოდ ყოველდღიური ვარჯიში.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს მუშაობა… თანამშრომლებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ  საკუთარი სიცოცხლისა და გადაწყვეტილებების კონტროლი შეუძლიათ. მაგალითად, როცა თანამშრომელი სოციალური კავშირების ნაკლებობას განიცდის, მენეჯერების მხრიდან არაერთი ნაბიჯის გადადგმაა შესაძლებელი, მაგრამ არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რამდენად რთულია ამის გაკეთება – უმეტესწილად, ისინი არაეფექტურია და შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს გადაწვის დონე.

ამიტომაც, კვლევის თანახმად, ამ შემთხვევაში მკვლევართა თქმით, უფრო მეტი ეფექტურობის მისაღწევად საკმარისი იქნება თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ საკუთარი სოციალური ქსელების ოფიციალურობა. ნაცვლად იმისა, რომ უფროსები გაუთავებლად აწყობდნენ “ბედნიერ საათებს” და ხელოვნურად ცდილობდნენ თანამშრომლების დაახლოებას, უმჯობესი იქნება, მათ თავისუფალი სივრცე მისცენ და თავად გადაწყვიტონ, როგორ შეუძლიათ არსებული ხარვეზების გამოსწორება.

რა თქმა უნდა, ყველაზე ხელშემწყობ გარემოშიც კი, თანაგრძნობა (საკუთარი თავის ან სხვების მიმართ) ყოველთვის მარტივად არ მოდის. მეორე კვლევის ფარგლებში სოციალური მომსახურების მუშაკები, ანუ ქრონიკული გადაწვისკენ მიდრეკილი თანამშრომლები გამოიკითხნენ, რომლებიც ამ პრობლემას სამი წლის განმავლობაში განიცდიდნენ. როგორც აღმოჩანდა, მათ, ვინც გადაწვა განიცადა, უფრო უჭირდათ თვითდასაქმება ან სხვა ქმედებების განხორციელება. ხოლო მათ, ვისაც თანაგრძნობისათვის საკმარისი ენერგია ჰქონდა შერჩენილი, ეფექტურად დასძლიეს პრობლემა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თანაგრძნობა კუნთს ჰგავს: ის შეიძლება ამოიწუროს, ან – გაწვრთნილიც იყოს.

ასევე, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თანაგრძნობის მედიტაციურმა ტრენინგებმა შეიძლება, თავის ტვინის ნერვული სისტემებზე იქონიოს გავლენა. ხოლო სუნთქვითი ვარჯიში, მადლიერების გამოხატვა, იოგა და მოძრაობის პრაქტიკა თანაგრძნობის განმტკიცების ეფექტურ იარაღებად მიიჩნევა. მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ყველას შეუძლია, უფრო კეთილგანწყობილი იყოს საკუთარი თავისა და სხვების მიმართ და რომ ეს პატარა, გულმოწყალე ქმედებები გადაწვისგან გაგათავისუფლებთ.

ბოლოს კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ როგორ დიდ ძალისხმევასთანაც არ უნდა იყოს გადაწვასთან ბრძოლა დაკავშირებული, ყველა ორგანიზაცია ვალდბულია, დაიცვას საკუთარი თანამშროლები ამისგან და საჭირო რესურსები უზრუნველყოს. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია, უშუალოდ ინდივიდმა გაიაზროს, საიდან იღებს პრობლემა სათავეს და თვითრეფლექსიის დახმარებით, შესაბამისი სტრატეგიები შეიმუშაოს – იქნება ეს თავდაჯერებულობის ამაღლება, კესხვების გამხნევება თუ ამ ორის კომბინაცია.

წყარო: HBR



გზები, თუ როგორ ვმართოთ სტრესი

„Პროგრამირება ყველა სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – ზაზა გამეზარდაშვილი, პროგრამისტი, ლექტორი