როგორ ვიპოვოთ სანტა კლაუსი?
ჩრდილოეთ ამერიკის კოსმოსური თავდაცვის სარდლობა (NORAD) და Google რამდენიმე წელია თვალყურს ადევნებს სანტას. ვიდრე საიტს ესტუმრებოდეთ, წაიკითხეთ, საიდან მოდის ეს ინსპირცაია და ტრადიცია.
“NORAD Tracks Santa” უკვე 65 წელია მუშაობს. სანტას “თვალყურის დევნების ტრადიცია” 1955 წელს დაიწყო, როდესაც მცირეწლოვანმა ბავშვმა დაინახა გაზეთის რეკლამა, რომელიც ბავშვებს მოუწოდებდა, დაერეკათ სანტასთვის. მან კი შემთხვევით კონტინენტური საჰაერო თავდაცვის (CONAD) ოპერატიული ცენტრის ტელეფონის ნომერი აკრიფა. მხიარულმა და, როგორც ჩანს ცოტა ბავშვურმა, დირექტორმა თავის თანამშრომლებს დაავალა, ბავშვებისთვის სანტა კლაუსის “ამჟამინდელი ადგილმდებარეობა” ეცნობებინათ.
მას შემდეგ, ამ ტრადიციას სულ უფრო მეტი ინტერესით მოეკიდნენ და ალბათ, ბევრს ვეღარ წარმოუდგენია შობა სანტა კლაუსის ადგილმდებარეობის გაგების გარეშე.
ახლა კი, გარდა, სანტა კლაუსის შესახებ წიგნების წაკითხვისა და დათვალიერების, საახალწლო თამაშებისა და საგალობლების მოსმენისა, საიტს დაემატა Google Assistant, რომელსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ – “გუგლ, სად არის ახლა სანტა?!”. პასუხად კი ელფები “გამოგეხმაურებიან”.
Google Assistant-ის მსგავსად, შეგიძლიათ ისარგებლოთ Amazon-ის ხმოვანი ასისტენტით Alexa.