3
May
2019

„გაცვალე შენი სმარტფონი „სამსუნგის“ უახლეს Galaxy S10-ში“

3 May 2019

„სამსუნგი საქართველოში“, სმარტფონებისთვის „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს და როგორც კომპანიაში ამბობენ, ამით კიდევ უფრო მეტად არის ადაპტირებული საქართველოს ბაზრისთვის.

 

 

„ოფიციალური ჰოლოგრამით მომხმარებელი მარტივად შეძლებს განასხვაოს ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან. ამასთან, „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, ის იღებს ოფიციალურ გარანტიას და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებას. გარდა ამისა, „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებით და განსაკუთრებული შეთავაზებებით. „Trade – In“  სწორედ ერთ-ერთი მათგანია“.

ბრენდის წარმომადგენლების თქმით, “Trade-In” აქცია აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და მომხმარებელს, ძველი სმარტფონის ჩაბარების სანაცვლოდ, ახალი ფლაგმანის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ეს შეთავაზება მათთვისაა, ვისაც სურს, დაზოგოს თანხა და თან, ჰქონდეს უახლესი ტელეფონი.

“Trade-In” აქციით „სამსუნგი“ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ და ჩააბარონ ძველი და მიიღონ Samsung Galaxy S10 სერიის სმარტფონები, განსაკუთრებულ ფასად. ეს პროცესი საკმაოდ მარტივია – უნდა მიიტანოთ თქვენი სმარტფონი „სამსუნგის“ პარტნიორ მაღაზიებში, სადაც სპეციალისტები ეკრანის, ბატარეის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობის და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ, შეაფასებენ თქვენს სმარტფონს და გადმოგეცემათ ფასდაკლების ვაუჩერი Samsung Galaxy S10-ს შესაბამის მოდელის შეძენისთვის.

“Trade-In” შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია „სამსუნგის“ ოფიციალური პარტნიორების  – „ელიტ ელექტრონიკსისა” და  „მეტრომარტის” – მაღაზიებში. აქციის ფარგლებში ოფიციალური Samsung-ისა და iPhone-ის კონკრეტული მოდელების ჩაბარებაა შესაძლებელი.

[R]

განხილვა