თუ თქვენც გიყვართ ხელსაყრელი შენაძენი და, ამავდროულად, Apple-ის პროდუქციის მოყვარულიც ხართ, ჩვენ გეტყვით, როგორ შეიძინოთ iPhone 13 Pro უფრო დაბალ ფასად.
iPhone 13 Pro უახლესი A15 Bionic ჩიპით და მოწინავე კამერის სისტემით არის აღჭურვილი, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოწყობილობად აქცევს. ეს არის სუპერ სწრაფი და პროდუქტიული სმარტფონი, რასაც ისიც მოწმობს, რომ ვიდეოს ყურება უწყვეტ მდგომარეობაში 22 საათამდე შეგიძლიათ. შესაბამისად, მისი უფრო მოგებიანად ყიდვა ყველასათვის სასურველ შესაძლებლობას წარმოადგენს.
ამისათვის კი Trade-in გამოსადეგ პრაქტიკას წარმოადგენს.
რა არის Trade-in?
Trade-in არის შესყიდვის სისტემა, რომლის დროსაც მაღაზიაში ძველი გაჯეტი მიგაქვთ, ადგენენ მის ღირებულებას და ამ თანხას ახალი სმარტფონის ფასს აკლებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ეფლის ძველი გაჯეტის გაცვლა ახალ iPhone 13 Pro-ზე, უბრალოდ გარკვეული თანხის დამატება თავად გიწევთ.
შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა, რა საჭიროა Trade-in, როცა მოწყობილობის ონლაინ გაყიდვა შეგიძლიათ. ამ გზას მართლაც ხშირად მიმართავენ, მაგრამ ამას მომხმარებლისგან დამატებითი ძალისხმევა სჭირდება… ჯერ ძველი გაჯეტი გასაყიდად უნდა მოამზადოთ, სრულად ამოშალოთ თქვენი მონაცემები, მიიყვანოთ სარეალიზაციო მდგომარეობამდე, გაუკეთოთ სრული განახლება და გადაუღოთ ფოტოები. ამავდროულად, თავად მოგიწევთ მოწყობილობის შეფასება, პოტენციური მყიდველების ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხი, რაც დიდ დროს მოითხოვს.
გარდა ამისა, თუ საბოლოოდ შეუთანხმდით მყიდველს, არანაირი გარანტია არ გაქვთ, რომ გაჯეტის უშუალოდ ნახვისას მას ყველაფერი მოეწონება და გარიგება შედგება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Trade-in პრაქტიკის უპირატესობები აშკარაა.
Trade-in კომფორტულია
აღნიშნული სისტემის გამოყენებით დროსა და ფულს დაზოგავთ. თანაც, ყველაფერი ძალიან მარტივია — უბრალოდ, თქვენი ძველი მოწყობილობა მაღაზიაში უნდა მიიტანოთ, ექსპერტები კი მის iPhone 13 Pro-ზე გადაცვლაში დაგეხმარებიან..
ამასთან, სპეციალისტებს მხოლოდ 7 წუთი დასჭირდებათ მოწყობილობის ვიზუალური შემოწმებებისა და დიაგნოსტიკისთვის. თანაც, ვიდრე მაღაზიაში წახვალთ, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ თქვენი მოწყობილობის ღირებულება საიტზე არსებული ონლაინ კალკულატორის გამოყენებით — ამას მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.
Trade-in მოგებიანია
საგულისხმოა, რომ თუ არ შეგიძლიათ ან არ გსურთ დარჩენილი მთლიანი თანხის ერთდროულად გადახდა, შეგიძლიათ, iPhone 13 Pro კრედიტით ან განვადებით შეიძინოთ. ძველი მოწყობილობის ფულით კი წინასწარ შენატანს დაფარავთ.
ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტრეიდინგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სასურველი მოწყობილობის შესაძენად. საქართველოში Trade-in-ის პროგრამას Breezy უზრუნველყოფს და უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ოფიციალურ გადამყიდველ მაღაზიებში: iSpace, Alta, iStore. ხოლო Elit Electronics-ში აღნიშნული აქცია სექტემბრის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.
[R]