in

„დაამტკიცე, რომ ხარ საუკეთესო ტრეიდერი” – „გალტ & თაგარტი” ტრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს

საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებული ინვესტორებისთვის საინტერესო გამოწვევა იწყება – „გალტ & თაგარტის” სავაჭრო პლატფორმაზე – GTtrader.ge სტარტს იღებს ტრეიდინგის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ ბაზრებზე საკუთარი სტრატეგიები და ბაზრის შესახებ ცოდნა გამოსცადონ.

ჩემპიონატი 20 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებს კი შესაძლებლობა აქვთ, მინიმუმ, $500-ის საწყისი კაპიტალით ჩაერთონ ჩემპიონატში და დაამტკიცონ, რომ საუკეთესო ტრეიდერები არიან.

მთავარი მიზანი მარტივია – მიაღწიო ყველაზე მაღალ პროცენტულ მოგებას და მოიპოვო გამარჯვება.

საპრიზო ფონდი $20,000-ია, რომელიც შემდეგნაირად განაწილდება:

  • I ადგილი – $10,000
  • II ადგილი – $5,000
  • III ადგილი – $3,000

გარდა ამისა, დასაჩუქრდება ორი ყველაზე აქტიური ტრეიდერი – თითოეული $1,000-ს მიიღებს.

GTtrader.ge-ზე განთავსებული ლიდერბორდი რეალურ დროში განახლდება, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს და სხვა ტრეიდერების შედეგებს შეადარონ.

„ტრეიდინგის ჩემპიონატი არ არის მხოლოდ შეჯიბრი — ეს ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების გზაა. მონაწილეები უკეთ გაეცნობიან ბაზრის დინამიკას, შეიმუშავებენ სტრატეგიებს და რეალურ გარემოში გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს”, – ამბობენ გალტ & თაგარტში.

თუ ფინანსური ბაზრები შენი ინტერესის სფეროა და გსურს, საკუთარი უნარები გამოცადო, ეს ჩემპიონატი შენთვისაა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: GTtrader.ge

[პარტნიორის კონტენტი]

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც გზების საუკეთესო ინფრასტრუქტურაა

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე