in

ტრეი იანგი ამტკიცებს, რომ “შეუძლებელი არაფერია” – Adidas-ის ახალი სარეკლამო რგოლი

ტრეის ხელმოწერის მქონე პირველ Adidas-ის ფეხსაცმელი შეიქმნა

კალათბურთის მოედანზე ტრეი იანგის შესანიშნავი მიღწევები და არატრადიციული სვლები Cartwright-ის ახალ მარკეტინგულ კამპანიაში აღინიშნება. ეს უკანასკნელი ტრეის ხელმოწერის მქონე პირველ Adidas-ის ფეხსაცმელს, Trae Young 1-ს წარმოგიდგენთ.

კინემატოგრაფიული რეკლამა კალათბურთელის უნაკლო შესრულებით იწყება. ნარატორი კი ტრეის რეკორდული მიღწევების შესახებ მოგვითხრობს – დაწყებული 13 წლის ასაკით, დასრულებული 2021 წელს ატალანტა ჰოუკსში პოსტეზონის ფლეიოფში თვალწარმტაცი თამაშით. მთლიანობაში, ეს არის ფანტასტიკური მოგზაურობის ამსახველი კადრები, რომელიც ცხადყოფს, რატომ შეიძლება ვუწოდოთ ტრეის “ერთადერთი”.

“ყოველ კონკურენტულ დონეზე ტრეი იანგი ერთადერთი იყო, ვინც გამოირჩეოდა. ტრეი წარმატებული იყო, რადგან ყოველთვის პოულობდა გზას, ნომერ პირველი ყოფილიყო” – განმარტავენ ნეიტ რიპი და ბენ ბლისი, Cartwright-ის კრეატიული დირექტორები. თანაც, სარეკლამო რგოლის ერთ სცენაში ტრეის უმცროსი ძმაა ნაჩვენები, რომელიც იმაზე მიუთითებს, თუ როგორ შთააგონებს იანგი ახალგაზრდა მოთამაშეების მომავალ თაობას…

ახალი ფეხსაცმლის მხარდამჭერი კამპანია გამოჩნდება ეთერში, ონლაინ ვიდეოს სახით და გავრცელდება სოციალურ ქსელებში. Cartwright-მა ვიდეო და სურათები ორ სხვადასხვა დარბაზში გადაიღო. რეჟისორმა ენტონი მანდლერმა სამი განსხვავებული კამერის გამოყენება გადაწყვიტა, რათა მოძრაობებისა და განწყობის ფართო სპექტრი გადაეღო.

“ტრეი უდავოდ უნიკალურია და მისი საფირმო ფეხსაცმელი გამონაკლისი არ არის. იგი უსაზღვრო პოტენციალის მენტალიტეტს განასახიერებს – არ ეშინია ამბიციების, სცილდება საზღვრებს, ამტკიცებს, რომ კრიტიკოსები ცდებიან და საკუთარ თავს და თამაშს ახალ სივრცეს უქმნის” – აღნიშნა Adidas Basketball-ის გენერალურმა დირექტორმა, ერიკ უაიზმა.

სპორტული ფეხსაცმელი Trae Yong 1 კალათბურთელთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა, რათა ბრენდმა მხარი დაუჭიროს მის მრავალმხრივ სათამაშო სტილს და კორტზე გადაადგილების უნიკალურ გზას. იგი ხელმისაწვდომი იქნება ხუთი ფერის ვარიანტში:

  • ICEE, ნეონის ლურჯი – შთაგონებული ტრეის ბავშვობის საყვარელი სასმლით ICEE.
  • ICEE Cotton Candy – ბამბის ნაყინის სიყვარულით შთაგონებული. ფეხსაცმლის ზედა ნაწილში ლურჯიდან ვარდისფრამდე ფერის ცვლილება აღინიშნება.
  • SO SO DEF – შთაგონებულია საკულტო ჩამწერი ლეიბლით ატლანტაში.
  • SO SO DEF ATL – ყვითელი და წითელი ფერის სქემა შთაგონებულია ატლანტაში So So Def ლოგოს ბილბორდით.
  • PEACHTREE – შთაგონებულია ატალანტას და დასავლეთის ატმის ხეებით. ატმისფერ ზედაპირს მწვანე ელფერი დაჰკრავს, რომელიც ღეროზე მიუთითებს. ძირზე კი ფეხსაცმელს Georgia Peach-ის პრინტი აქვს.

“როდესაც მათ ჩაიცვამთ, ამ ყინულოვან მენტალიტეტს გადმოგცემთ. ეს მომენტი მართლაც განსაკუთრებულია, რადგან მომავალ თაობას ახსენებს, რომ შრომისმოყვარეობითა და კონცენტრაციით ოცნებების განხორციელება შეგიძლიათ. Trae Yong 1 ჩემი სიმბოლოა” – ამბობს კალათბურთელი.

„პროფესიულ კარიერაზე უარი ვთქვით და ქართული ხელნაკეთი საპნის წარმოება დავიწყეთ. ასე შეიქმნა „მარგი“

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივა – სავსე სტადიონი და ნაკრების მაისური ყველა გულშემატკივარს